ლილუ ცაბუტაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება.
დარიკო ხუბაშვილი, მოხალისე მასწავლებელი, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
ელენე ყველაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პლასტმასის შეგროვების ურნის აწყობა, მისი გაფორმება. გამოფენის ორგანიზება.
ანა ლორთქიფანიძე, მე-7 კლასის მოსწავლე, პლასტმასის შეგროვების ურნის აწყობა, მისი გაფორმება. გამოფენის ორგანიზება.
მარიამი მასურაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის აწყობა.
ირინა ბეგშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება.
საბა ბიჩელაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე. შეგროვებული ბოთლების ჩაბარების აქციის ორგანიზება.
ლუკა ხოსიტაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე. გამოფენისთვის ნამუშევრების შეგროვება.
ნიკოლოზ ტაბატაძე, მე-7 კლასის მოსწავლე. შეგროვებული ბოთლების ჩაბარების აქციის ორგანიზება.
პროექტსი მიზანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენებთან დაკავშირებით. შედეგად მივიღებთ უფრო სუფთა და უსაფრთხო გარემოს. აღნიშნული მიზანის მისაღწევად ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, საინფორმაციო ბროშურების გავრცელებას თემში, პლასტმასის შეგროვების აქციებს.
მოკლევადიანი შედეგი იქნება ჩვენი თანატოლების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, ხოლო გრძელვადიანი ქალაქის თემის მეტად ჩართულობა პლასტმასის გადამუშავების საკითხებში და შემდგომში პლასტმასის მიღების მეტი აპარატის დადგმა ქალაქში.
გარემოსდაცვითი პრობლემა საკმაოდ აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქალაქში, სკოლებში და ა.შ. ხშირად ვხედავთ რომ მოსახლეობა პლასტმასის ბოთლებს ყრის უბრალოდ ნაგვის ურნაში რომლებიც შემდგომში ხვდებიან ღია სივრცეში. მაგალითად ჩვენს კლასშიც, დღის ბოლოს უამრავი წყლის ბოთლი იყრება უშუალოდ ურნაში და რათქმაუნდა გვინდა ამ პრობლემის მოგვარება. ასევე ხშირად გაგვიგია რომ ბევრმა არ იცის რომ არსებობს პლასტმასის გადამუშავების საამქროები და ბოთლების ჩაბარების პუნქტები, შესაბამისად უწევთ გარემოს დაბინძურება.
ჩვენ ვაპირებთ ჩვენს თანატოლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას პლასტმასის მავნებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზენტაციების ჩატარებას ვგეგმავთ სიქას ოფისში. შეხვედრაზე მოვიწვევთ ჩვენს თანატოლებს და ვესაუბრებით გარემოს პლასტმასით დაბინძურების საშიშროებებზე.
ასვევე ვგეგმავთ საინფორმაციო ბროშურების დამზადებას რომლებსაც გავავრცელებთ ჩვენს ქალაქში, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბროშურებში იქნება დატანილი ინფორმაცია პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესახებ, ასვე იქნება მოცემული ინფორმაცია პლასტმასის ჩაბარების პუნქტებთან დაკავშირებით.
ჩავატარებთ პლასტმასის ბოთლების ჩაბარების აქციას, რისთვისაც დავამზადებთ სპეციალურ ეკო ურნას. აღნიშნულ ეცო ურნას განვათავსებთ ქალაქის რომელიმე ღია ადგილას და მივუწოდებთ მოსახლეობას რომ არ დაანაგვიანონ გარემო პლასტმასით. შემდეგ შეგროვებულ ბოთლებს ჩავაბარებთ სპეციალურ მიმღებ პუნქტში.
რადგან ქალაქში არის საკმაოდ ცოტა პლასტმასის მიმღები პუნქტი, ვაპირებთ მივმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს ურნების ან/და პლასტმასის მიმღები აპარატების დამატებასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის უფრო მეტ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით პარკში ჩავატარებთ საინფორმაციო პოსტერების გამოფენას თემაზე "პლასტმასის გარემოში", რომელშიც შეუძლიათ მონაწილეობის მირება ნებისმიერ მსურველს. ყველა მონაწილეს გადავცემთ სამახსოვრო სერტიფიკატს.
ფერადი პრინტერი დაგვეხმარება უფრო ეფექტური საინფორმაციო ბროშურების შექმნაში, რომლების გავრცელებას ვაპირებთ პროექტის დასრულების შემდეგაც. გვინდა რომ ჩვენს წამოწყებას უფრო მეტი გამოხმაურება მოყვეს და ხარისხიანად შესრულებული ნამუშევარი უფრო მეტ ეფექტს შემატებს ჩვენს ინფორმაციას.
დაგვჭირდება საკანცელარიო ნივთები პოსტერების შესაქმნელად და საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების დროს.
ორგანიზაცია სიქა (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია).
ბენეფიციარები არიან ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლები. ვგეგმავთ ინფორმაციის გავრცელებას როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროსებში, რადგან ყველანი ერთ გარემოში ვცხოვრობთ.
პედაგოგები - 10, მოსწავლეები - 100, რიგითი მოქალაქეები - 200.
შესაძლო რისკად ვთვლით:
პროექტის დასრულების შემდეგ, ისევ გავაგრძელებთ საინფორმაციო ბროშურების დამზადებას და თემში გავრცელებას. გავაგრძელებთ სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციის მიმართვას პლასტმასის ბოთლების მიმღები პუნქტების დამატებასთან დაკავშირებით. ვგეგმავთ უფრო მაშტაბიან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.
პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში. კერძოდ, უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია პლასტმასის მავნებლობაზე და მის გადამუშავების გზებზე.
კომენტარის დამატება