Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    სურსათის უვნებლობაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა!

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      სოფია წულაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      სოფია წულაძე, მოსწავლე და სამოქალაქო განათლების სასკოლო კლუბის ლიდერი.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2009-06-25
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ალმასიანის 23/25
    • მობილური ტელეფონი
      568 90 81 94
    • ელექტრონული ფოსტა
      sophie.tsuladze@yahoo.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ნიკოლოზ წიკლაური-მოსწავლე, ლიზი საჯაია-მოსწავლე, ანასტასია დოხნაძე-მოსწავლე, სოფია წულაძე-მოსწავლე, ანასტასია ქაჩიბაია-მოსწავლე.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია:სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ჩვენი პროექტი გაამახვილებს ყურადღებას და წამოწევს ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა სწრაფი კვების მავნებლობის  შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.ფარული შიმშილის შესახებ საზოგადოების ინფორმირება (არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანა გაგვიწევს კონსულტირებას ამ თემასთან დაკავშირებით ლალი გოგინავა და ვახტანგ ღლონტი). სასურსათო ჯაჭვის მიმართ არსებული ეროვნული და საერთაშორისო მარეგულირებელი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გაცნობა საზოგადოებისათვის (ISO Conculting-ის ექსპერტების ჩართულობით  კლუბის ბავშვები შეხვდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს.)მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული უვნებლობის ხუთი გასაღების პრინციპის განხილვა საზოგადოებასთან . სურსათის დამაბინძურებელი რისკ-ფაქტორების გაცნობა და გაანალიზება. მომხმარებელთა უფლებების გაცნობა და პოპულარიზება, ყალბი ეტიკეტირების ამოცნობა ( ელკანა) . სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის.

      ჩვენი პროექტის მოსალოდნელი შედეგია საზოგადოებაში სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების  ამაღლება, შესაბამისად პოტენციური მომხმარებელი  ნაკლებად დადგება ჯანმრთელობის დაზიანების რისკის ქვეშ.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მომხმარებელი ადვილად ამოიცნობს კუსტარულად დამზადებულ კონსერვებსა და ნახევარ-ფაბრიკატებს და თავიდან აიცილებს მათ მავნე მოქმედებას ორგანიზმისთვის. მომხმარებელი სწრაფი კვების ობიექტებში ადვილად ამოიცნობს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დარღვევას და მიხვდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არის თუ არა სწრაფი კვების ობიექტის პროდუქცია.  მომხმარებელი შეძლებს სწორად შეარჩიოს დღის ულუფაში არის თუ არა დაბალანსებული მისაღები ნივთიერებები. პოტენციური  მომხმარებელი შეძლებს მარტივად დაადგინოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. უმარტივესი ექსპერიმენტებით მომხმარებელი შეძლებს ამოიცნოს პროდუქციის ვარგისიანობა და ტესტერების საშუალებით შეძლებს გაზომოს მავნე ნივთიერებების შემცველობა პროდუქტში.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      სურსათის უვნებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკი, როგორიცაა საკვებით ინტოქსიკაცია ალერგიული რეაქციები და ა.შ.  ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის უვნებლობის შესახებ მაგ: რა არის სურსათის უვნებლობა, რას მოიცავს ის, როგორია მომხმარებელთა უფლებები და დადგენილებები, როგორია საერთაშორისო სტანდარტები, რა არის დაბალანსებული კვება, რა არის ფარული შიმშილი, როგორ დავიცვათ თავი მისგან და ა.შ. მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ეტიკეტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება რათა თავი დაიცვან მაგალითად  ფალსიფიცირებული ეტიკეტირებისაგან.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1)სასკოლო საზოგადოებაში რაოდენობრივი  კვლევის ჩატარება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.  2) საინფორმაციო შეხვედრები სწრაფ კვებაზე, ფარულ შიმშილზე და სურსათის უვნებლობაზე  სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე "ელკანას" წარმომადგენლებთან 3) სხვადასხვა სასურსათო-სამეწარმეო ობიექტებზე მისვლა დათვალიერება და  მათი ტექნოლოგიების გაცნობა  4) საინფორმაციო სახის  შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა სკოლებში, პრეზენტაციების გაკეთება და ბროშურების გავრცელება( მინიმუმ 5 სკოლა). 5) არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრთან თანამშრომლობა, მათთან ვიზიტის დაგეგმვა და მათი სკოლაში მოწვევა. 6) ISO Consulting-თან თანამშრომლობა და ტრენინგების დაგეგმვა.  7) სიუჟეტის გადაღება სხვადასხვა ლოკაციაზე. რესტორან "შარბათ"-ში, meat&more-ში და ასევე ხორცის და რძის პროდუქტების საწარმოებში სტუმრობა. 8) "YourLand"- ში სტუმრობა და ორგანული პროდუქციის წარმოების შესახებ სიუჟეტის მომზადება.  9)სიუჟეტის გავრცელება სოც. ქსელების საშუალებით და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება. 10) პროექტის დასასრულს გამოვაცხადებთ კონკურსს, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა მივცეთ ესსეს ან პოსტერების სახე და გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს,

      პირველი ადგილი- 150ლ, მეორე ადგილი-100ლ, მესამე ადგილი-50ლ.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      იმისათვის რომ ჩვენი პროექტი განხორციელდეს, გვესაჭიროება სიუჟეტის გადაღებისთვის ვიდეოგრაფი, უსადენო დასამაგრებელი მიკროფონები, პრინტირებული მაისურები, საინფრომაციო ბროშურების დაბეჭდვა გასავრცელებლად, სხვადასხვა ლოკაციებზე სტუმრობა, რაც მოიცავს ტრანსპორტირების დაფინანსებას.

    • პროექტის პარტნიორები

      ISO Consulting- კონსულტაციები და ტრენინგები.

      "ელკანა"- არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადი პარტნიორი.

      "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"- კონსულტაციები, ტრენინგები, მათთან ოფისში ვიზიტი და მათი სკოლაში მოწვევა.

      "YourLand"- მათთან ვიზიტი და ორგანული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება.

      FAO georgia (შესაძლო პარტნიორი).

      რესტორანი "შარბათი"- მათთან ვიზიტი და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების შესახებ საუბარი, ასევე სიუჟეტის გადაღება მათ ტერიტორიაზე.

      meat&more- მათთან ვიზიტი.

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პირველ რიგში, ადამიანები რომლებიც ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხშირად არიან სწრაფი კვების მომხმარებლები, ასევე პოტენციური მომხმარებლები მაგალითად სასკოლო და ფართო საზოგადოება.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პედაგოგები-150

      მოსწავლეები-700-800

      მშობლები-500

       

       

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1) ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

      2)რომელიმე პარტნიორი ორგანიზაციის უარი.

      3)გუნდის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

      4)გაუთვალისწინებელი სიტუაციები.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დაგეგმვისას, ჯგუფის წევრებს შორის წამოვიდა იდეა, რომ სკოლის ბუფეტში შემოვიტანოთ ორგანული პროდუქცია (აქვე მოგახსენებთ, რომ ბუფეტში იყიდება ძირითადად ცომეული)

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-2-2-1.xlsx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა კლუბის მიერ შემუშავებული პროექტი რომლის მიზანია  საზოგადოებაში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 8, 2024 | 3:01 pm

      სურსათის უვნებლობის პრობლემას ეხმაურებიან მოსწავლეები, დეტალურად და გააზრებულად აქვთ გაწერილი ყველა ის აქტივობა, რისი გაკეთებაც უნდათ. პროექტი მდგრადია, რადგან კომპეტენტური პირების ჩართულობა გამოკვეთილია. ვფიქრობ უნდა იყოს მხარდაჭერილი

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ჯანსაღი კვება-გზა ჯანმრთელობისკენ

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...