ნიკოლოზ ახალაძე-ღონისძიების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი;
კესო ძნელაძე - ღონისძიების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი;
დემეტრე კუტალაძე-სოციოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი;
საბა ცხომელიძე-ფინანსური მენეჯერი.
პროექტის მიზანია ჯანსაღი კვების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება; რათა მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა, უსაფრთხო პროდუქტების შერჩევა, მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანა და თანატოლებში პოპულარიზაცია.
ამაღლდება ცოდნა ჯანსაღ კვებაზე და მოუწოდებენ სხვებსაც იკვებონ ჯანსაღი პროდუქციით. სხვადასხვა დაგეგმილი სახალისო აქტივობებით ახალგაზრდები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების არსს და მნიშვნელობას.
მოზარდებში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მონაწილეთა უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენს არაჯანსაღი კვება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი არ იცავენ კვების რეჟიმს, ჰიგიენურ ნორმებს, ხშირად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისთვის მავნე შემადგენლობის პროდუქტებს, არ ეცნობიან ეტიკეტს, ან ეცნობიან, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია ეტიკეტზე დატანილი სიმბოლოების მნიშვნელობაზე. მოზარდებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობა ამ საკითხებზე, ვფიქრობთ შეცვლის არსებულ მდგომარეობას უკეთესობისკენ.
1. სამუშაო ჯგუფის შექმნა და საქმიანობების გადანაწილება;
2. ახალგაზრდებში გამოკითხვის ჩატარება ჯანსაღი კვების საკითხებზე;
3. კვლევის ჩატარება ადგილობრივ მაღაზიებში, ყველაზე გაყიდვადი, ახალგაზრდებში პოპულარული პროდუქტების გამოვლენის მიზნით (შემდეგ ეტაპზე შევქმნით ტოპ პროდუქტების სიას და ახალგაზრდებსა და მშობლებს მივაწოდებთ ინფორმაციას ამ პროდუქტებზე)
4. შეხვედრა ექიმთან თემაზე ,,მოზარდი და კვება“. დაესწრებიან მოზარდები და მათი მშობლები. ამავე შეხვედრაზე წარვადგენთ გამოკითხვების შედეგებს.
5. ვიდეორგოლის გადაღება და სოციალურ ქსელში გაშვება;
6. აქტივობა - ,,შევადგინოთ ჯანსაღი წასახემსებლების მენიუ“ - მოზარდები ექიმის რეკომენდაციებით შეადგენენ მენიუს, გაითვალისწინებენ კვების პირამიდის პრინციპებს.
7. პოსტერების კონკურსი სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების საკითხებზე ახალგაზრდებში.
8. კულინარიული შოუს მოწყობა, (მენიუების მიხედვით ჯგუფების მიერ ჯანსაღი წასახემსებლების მომზადება) - მომზადება-ჩატარება
9. მცირე ბროშურის გამოცემა ჯანსაღი კვების საკითხებზე
10. პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია.
პრინტერი;
საკვები;
საკანცელარიო ნივთები;
სასაჩუქრე ნივთები გამარჯვებულისათვის;
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ უბნის ექიმთან, ასევე ადგილობრივ თემთან და მშობლებთან.
ადგილობრივი თემის ახლაგაზრდები, მოზარდები, მშობლები;
მოზარდები, დაახლოებით 50 ადამიანი;
თემის მოსახლეობა, მშობლები - დაახლოებით 35 ადამიანი;
ადამიანური რესურსის ავადმყოფობა;
უამინდობა - დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ღია ცის ქვეშაა გათვალისწინებული, შეიძლება გადაიდოს;
პროექტი მდგრადია, რადგანაც მის ფარგლებში მომზადდება საინფორმაციო ბროშურა, პოსტერები, რომლებიც გავრცელდება ადგილობრივ თემში. პროექტის შედეგად მიღებული ცოდნა ბენეფიციარებს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ. ის ჩვევები კი, რასაც ისინი გამოიმუშავებენ, დადებითად იმოქმედებს მათ ცხოვრებაზე.
პროექტის მიზანია ჯანსაღი კვების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება; რათა მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა, უსაფრთხო პროდუქტების შერჩევა, მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანა და თანატოლებში პოპულარიზაცია.
კომენტარის დამატება