რეზო კეშელავა-პროექტის ხელმძღვანელი;
ტარიელ ახალაძე-ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი;
მიშა ოსეფაიშვილი- შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი;
საბა კეშელავა- საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
ანი გოგიშვილი-საგანმანათლებლო ჯგუფის ხელმძღვანელი.
სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება, მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.
ბენეფიციარები შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, რომელსაც შემდგომი საქმიანობებისთვის გამოიყენებენ. ამოიცნობენ საკუთარ გარემოში მეწარმეობის განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს; ითანამშრომლობენ სხვადასხვა სტრუქტურებთან.
ჩვენი თემის ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება ნაკლებ ეფექტიანად ხდება. მათ ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა იფიქრონ ინოვაციურ იდეებზე, იაზროვნონ შემოქმედებითად, კრეატიულად და პრაქტიკულად გამოავლინონ და განივითარონ სამეწარმეო შესაძლებლობები.
პროექტის განხორციელებით განვავითარებთ თემის მოსახლეობაში მეწარმეობრივ ხედვას და კომპეტენციებს. კერძოდ, პროექტი ხელს შეუწყობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, კრეატიული იდეების ფორმირების და მიზნებად ქცევის, პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარების განვითარებას. ყოველივე ეს კი მოტივაციას მისცემს თემის მოსახლეობას თავადვე წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, გახდნენ თვითდასაქმებულნი და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მათ გარშემო.
1. სამუშაო ჯგუფის შექმნა და დავალებების გადანაწილება- შეიქმნება პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ჯგუფი და გადანაწილდება დავალებები;
2. სემინარის მოწყობა მეწარმეობის შესახებ (სემინარს გაუძღვება მოხალისე მასწავლებელი, რომელსაც გავლილი აქვს ჯუნიორ ეჩვიმენტის ტრენინგი და მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენცია. სემინარი ჩატარდება არასამუშაო საათებში)- მოსწავლეები გაეცნობიან მეწარმეობის პრინციპებს, განიხილავენ მათთვის საინტერესო მიმართულებებს მეწარმეობისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ, მაგალითების საფუძველზე იმსჯელებენ მათ ირგვლივ არსებულ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე; გაეცნობიან კანონს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ; განიხილავენ სამეწარმეო კომპეტენციებს, გაეცნობიან ენტრეკომპის ბორბალს და საკუთარ თავს შეაფასებენ ამ ბორბალზე მოცემული უნარების მიხედვით.
3. ინფოტურების მოწყობა მეწარმეებთან, ადგილობრივ მცირე საწარმოში- მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან ადგილობრივი მცირე საწარმოების საქმიანობების სპეციფიკას, დაუსვამენ კითხვებს მეწარმეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
4. ტრენინგი ,,როგორ შევიმუშაოთ ბიზნეს გეგმა/ბიზნეს იდეა? - პროექტის ბენეფიციარები გაეცნობიან ბიზნესგეგმის შემუშავებისათვის საჭირო ეტაპებს; სწავლობენ ბიზნესიდეის განაცხადის წერას. (აღნიშნულ ტრენინგს ჩაატარებს მოხალისე მასწავლებელი არასამუშაო საათებში);
5. მეწარმეობის იდეათონი (შარქ თენქ საქართველოს მინი-მოდელის დაგეგმვა-მოწყობა)- ბენეფიციარები თავიანთ ბიზნეს გეგმებს/ბიზნეს იდეებს წარუდგენენ ჟიურის, რომელიც იქნება დაკომპლექტებული შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებით, მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაცებს.
6. პროექტის შედეგების პრეზენტაცია
შევიძენთ საკანცელარიო ნივთებს ტრენინგისა და სემინარისათვის; ასევე პრინტერს სემინარისა და ტრენინგის მონაწილეებისათვის მასალების გადასამრავლებლად;
ინფოტურების მოწყობისათვის დაგვჭირდება თანხა მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის;
მოხალისე მასწავლებელი და მშობელი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია ტრენინგისა და სემინარების მოწყობისათვის. ტრენინგები ჩატარდება არასამუშაო საათებში.
პროექტით ისარგებლებს თემის ახალგაზრდები, მოსწავლეები; აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ადამიანები;
თემის ახალგაზრდაბი, დაახლოებით 20 ადამიანი; დაახლოებით 20 მოსწავლე;
ადამიანები, რომელთაც ეს საკითხი მომავალში დააინტერესებთ, დაახლოებით 50 ადამიანი.
ღონისძიების ორგანიზატორების ან ტრენერის ავადმყოფობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დაგეგმილ დროს აქტივობის ჩატარებას, თუმცა შესაძლებელია აქტივობების გადანაცვლება.
აღნიშნული პროექტი მდგრადი იქნება ხანგრძლივი დროით, რადგან პროექტის განმავლობაში შეძენილი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდობა თავად შეძლებს სხვადასხვა მეწარმეობრივი საქმიანობების თავიანთ თემში განხორციელებას. გარდა ამისა, ისინი თავის მხრივ სხვებს გაუზიარებენ გამოცდილებას და ხელს შეუწყობენ მეწარმეობრივი საქმიანობის დაწყებაში.
სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება, მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.
კომენტარის დამატება