Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    სოციალური მეწარმეობა მდგრადი განვითარებისთვის

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      Mariami
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      მარიამი მერაბიშვილი მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2009-02-02
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      თამარაშვილი კორპუსი 5 ბინა 33
    • მობილური ტელეფონი
      571777246
    • ელექტრონული ფოსტა
      merabisvilimari@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      მარამი მიქელაძე-ოქრომელიძე- მოსწავლე, მარიამ გელაშვილი-მოსწავლე, მარიამი მერაბიშვილი-მოსწავლე, თამარ ჩაფიჩაძე-პედაგოგი, ლელა ბერიძე-მშობელი, ია ოქრომელიძე-მშობელი, თამარ როხვაძე-მშობელი.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია  მოსწავლეებში სოციალური მეწარმეობების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით  სასკოლო სოციალური საწარმოს შქმნის ხელშეწყობა.

      შედეგად მოსწავლეები განივითარებენ მეწრმეობისთვის საჭირო უნარჩვევებს, მიიღებენ ინფორმაციას მეწარმეობის განვითარების საჭიროების შესახებ და უფრო მოტივირებულები იქნებიან. 

      ამ პრორექტს განახორცირლებს ჩვენი ჯგუფი, უმეტესად ჩვენს ქალაქში სკოლებში ქუჩებში თუ პატარა შეხვედრებზე. ამ პროექტით ამაღლდება ახალგაზდების სოციალური პასუხისმგებლობა და აქტივობა.

      შეიქმნება მცირე სოციალური საწარმო, რომელიც იმუშავებს როგორც მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით ასევე დავგეგმავთ საქველმოქმედო აქტივობებს და დავეხმარებით თანატოლებს მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

      ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს მოვუწოდოთ თავიანთი სრული პოტენციალის გამოყენებისკენ და დავანხოთ მათი შესაძლებლობების მრავალფეროვნება.

       

    • მოსალოდნელი შედეგები

      შედეგად მოსწავლეები განივითარებენ მეწრმეობისთვის საჭირო უნარჩვევებს, მიიღებენ იმფორმაციას მეწარმეობის განვითარების საჭიროების შესახებ და უფრო მოტივირებულები იქნებიან. მივაწოდოთ იმფორმაცია ახარგაზრდულთა მოწარმეობაზე რომელიზეც არ აქვთ საკმარისი იმფორმაცია.

      მოკლევადიან შედეგში: მოსწავლეები ისწავლიან ბისერებით აქსესუარებისა და სხვადა-სხვა ნივთების ქსოვას, აგრეთვე შეძლებენ ამ საქმით გამოიმუშაონ ჯიბის ფული და მონაწილება მიიღონ საქველმოქმედო ღონისძიებებში. უფრო გრძელ ვადიან პერსპექტივაში კი მათ მეტი მოტივაცია ექნებათ ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      სოციალური მეწარმეობის განვითარება ახალგაზრდებში შეიძლება მრავალმხრივ დადებითი შედეგი ქონდეს როგორ პიროვნულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ახალგაზრდები სწავლობენმრავალმხრივ  მიდგომებს პრობლემების გადაჭრისთვის. ლიდერული უნარების განვითარება: სოციალური მეწარმეობა იძლევა  შესაძლებლობას, აიღონ ინიციატივა.  ახალგაზრდების მეწარმეობრივი ინიციატივები შეიძლება დაეხმაროს სოციალური პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა სიღარიბე, გარემოს დაბინძურება ან განათლების ხელმისაწვდომობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე ზრუნვა სკოლაში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის  ერთ ერთი საქმიანობის სფეროა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სკოლა მცირებიუჯეტიანია და არ არის თავისუფალი სახსრები მოსწავლეთა ელემენტარული ინიციატივების გასახორციელებლად. ამიტომ გადავწყვიტეთ ვისარგებლოთ მცირე საგრანტო კონკურსით შევქმნათ სოციალური საწარმო. მის მუშაობაში ჩავრთოთ მაქსიმალურად სკოლის მოსწავლეეების რაოდენობა და მიღებული სახსრებით განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები.

      .ჩვენს გარშემო მოსწავლე ახალგაზდებში ნაკლებია ცნობადობა მეწარმეობის შესახებ განსაკუთრებით ქალი მეწარმეების შესახებ. თუ იციან რამე მხოლოდ ნეგატიური კუთხით, რომ ქალს არ შეუძლია საკუთარი საქმის წამოწყება და გაძღოლა.

      მოსწავლეები ჩვენი დაკვირვებით ხშირად ატარებენ პატარ-პატარა აქსესუარებს რომელშიც იხდიან ფულს და თუ შეძლებენ ამის გაკეთებას, მათ დაეზოგებათ ჯიბის ფული. ამავდროულად მათ განუვითარდებათ უნარი თავად გამოიმუშაონ ფინანსები.

      ახალციხე ტურისტური ქალაქია და მოსწავლეებისთვის იოლი იქნება დამზადებული ნივთების რეალიზაცია. არსებობენ მაღაზიები რომლებმაც დაგვიდასტურეს რომ საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარებიან ნამუშევრების რეალიზებაში.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
      1. ჩავატარებთ გამოკითხვას თანატოლებში თუ რა სამეწარმეო საქმიანობაზე სურთ ინფორმაციისა და მასტერ კლასის მიღება.
      2. განხორციელდება შეხვედრები სხვადასხვა მეწარმეებთან
      3. მეწარმეობის შესახებ მინი ლექცია- თამარ ჩაფიჩაძე.
      4. ბისერებით ქსოვის ოსტატის(ჯუნა ნათენაძე) მიერ  მასტერკლასის  ჩატარება.
      5. შეიქმნება სოციალური გვერდი სადაც განთავსდება ინფორმაცია გასაყიდი ხელნაკეთი ნივთები.
      6. ვიზიტი ახალციხის სამხატვრო სკოლაში
      7. გამოფენა გაყიდვის მოწყობა. საქველმოქმედო აქცია.
      8. შეხვედრა კერძოსექტორის წარმომადგენლებთან პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.
      9. პროექტების შედეგების შეჯამება და პრეზენტაცია.
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
      • სხვადასხვა ფერის ბისერები-100 შეკვრა.
      • ძუა 50 მეტრი.
      • კულონები სხვადასხვა ფორმის და ზომის  100 ცალი.
      • გადასაბმელები 300 ცალი.
      • ფერადი საქსოვი ძაფები 300ცალი.
      • საქსოვი ჩხირები 30 წყვილი.
      • ყაისნაღი 20 ცალი.
      • სხვა საჭირო მასალა.
    • პროექტის პარტნიორები

      ა/ო ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი. ფართის დათმობა შეხვედრებისთვის.

      მშობლები

      მეწარმეები

      სასკოლო საზოგადოება

      სამხატვრო სკოლა

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      ახალციხის მე-1,5,3,6 საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები 100

      მასწავლებლები-

      მშობლები

      სასკოლო საზოგადოება

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      ახალციხის მე-1,5,3,6 საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები 100

      მასწავლებლები-5

      მშობლები-30

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      ვალუტის კურსის ცვლილება

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      ამაღლდება მოსწავლეებში ცნობიერების დონე მეწარმეობასა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გაიზდება სოციალური პასუხისმგებლობა, ეკონომიკური მდგომარეობა ახალგაზდებში გაუმჯობესდება და დასტაბილურდება.

      გაჩნდება შესაძლებლობა პერიოდულად ჩატარებული საქველმოქმედო აქციებზე შემოსული თანხები მოვახმაროთ სოციალურ  პროექტებს.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-akhaltsikhis-6.xlsx
    • რეგიონი
      ახალციხე
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    სოციალური მეწარმეობაის უნარების დანერგვა  ახალგაზრდებში ხელს უწყობს არა მხოლოდ მათი პიროვნული და პროფესიული ზრდას, არამედ სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის შექმნას. ამ პროცესში ისინი ცვლილებების მონაწილეები  ხდებიან, რაც მომავალში  ქვეყნისა და განვითარებას ემსახურება.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Marine Sudadze
      დეკემბერი 5, 2024 | 8:42 pm

      პროექტის მიზანია მოსწავლეებში სოციალური მეწარმეობების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით სასკოლო სოციალური საწარმოს შქმნის ხელშეწყობა.

      შედეგად მოსწავლეები განივითარებენ მეწრმეობისთვის საჭირო უნარჩვევებს, მიიღებენ ინფორმაციას მეწარმეობის განვითარების საჭიროების შესახებ და უფრო მოტივირებულები იქნებიან.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    პროექტი "ცოდნა და შემოსავალი"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    "ინოვაციური სოფელი" ეკოლოგიური გარდაქმნა.

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...