Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    უსაფრთხო და თანასწორი გარემოს შექმნა ინტერნეტში

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      Mariam Phutkaradze
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      მარიამ ფუტკარაძე, XI კლასის მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2007-12-21
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      21-ე მკრ,კორპუსი 2 სადარბაზო 4
    • მობილური ტელეფონი
      557174558
    • ელექტრონული ფოსტა
      mariamphutkaradze35@gmal.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ქეთი რეხვიაშვილი, XI კლასის მოსწავლე: პოდკასტი კიბერბულინგის შესახებ ✓ ვებგვერდის შექმნა, რომელიც აგროვებს რესურსებს, რჩევებს, ვიდეოგაკვეთილებს და საინფორმაციო მასალებს კიბერბულინგის შესახებ; ონლაინ პლატფორმებზე: YouTube, Instagram  - მოკლე ვიდეოების კონკურსი კიბერბულინგის თემაზე.

      მარიამ ფუტკარაძე, XI კლასის მოსწავლე: მოკლე ვიდეოსკეტჩი, რომელიც აჩვენებს კიბერბულინგის რეალურ შედეგებს და მისი პრევენციის გზებს. ✓ ჩავატაროთ ”გაკვეთილები”, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი შექმნილი ანგარიშები, რათა თავიდან ავიცილოთ კიბერბულერების შემოტევები.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების მნიშვნელოვანი ამაღლება. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ამ საკითხში.

    • მოსალოდნელი შედეგები

      ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართვა პროექტში, მათი ცნობიერების ამაღლება კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის შესახებ; კიბერბულინგის მოსალოდნელი სავალალო შედეგების გაცნობიერება და პრევენციული ღონისძიებების გაცნობა-შესწავლა.

      მოკლე ვიდეორგოლების კონკურსი უზრუნველყოფს უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას და მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებას პროექტის თემისადმი.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ზოგადად, მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები ციფრულ სამყაროში მოგზაურობისას არ არიან დაცული კიბერბულინგისაგან. ნაწილობრივ ეს გაუფრთხილებლობისა თუ უყურადღებობის ბრალია, მაგრამ უმთავრესი მაინც გახლავთ მათი ნაკლები განათლება ამ კუთხით. ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა საშურო საქმეა, ვინაიდან კიბერბულინგსა და სიძულვილის ენას ვირტუალურ სამყაროში სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      შევქმნით ვებგვერდს, რომელიც აგროვებს რესურსებს, რჩევებს, ასევე ჩავწერთ ვიდეოგაკვეთილებს და საინფორმაციო მასალებს კიბერბულინგის შესახებ.

      ონლაინ პლატფორმებზე: YouTube, Instagram - კიბერბულინგის თემაზე მოვაწყობთ მოკლე ვიდეოების კონკურსს. თავადაც გავაკეთებთ მოკლე ვიდეოსკეტჩს, რომელიც აჩვენებს კიბერბულინგის რეალურ შედეგებს და მისი პრევენციის გზებს.

      ჩავატარებთ ”გაგკვეთილებს", ტრენინგებს, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი შექმნილი ანგარიშები, რათა თავიდან ავიცილოთ კიბერბულერების შემოტევები.  

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      პროექტორი გასაშუქებლად და საკანცელარიო მასალები.

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის პარტნიორი იქნება სკოლა მილენიუმი, რომელიც პროექტის საჭიროებისათვის გამოჰყოფს კომპიუტერულ ტექნიკასა და ვიდეოგადაღებისათვის საჭირო მოწყობილობებს. ასევე სკოლა მილენიუმი დააწესებს პრიზს ვიდეორგოლების კონკურსისათვის.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      ახალგაზრდები და კიბერბულინგის მსხვერპლი პირები.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პედაგოგები-43; მოსწავლეები-95; მშობლები-100; აქედან ეროვნული უმცირესობები -10.

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პროექტის მთავარი სირთულეა ახალგაზრდების დაინტერესება. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ვეცდებით პროექტი და მისი ყველაზე "მოსაწყენი" აქტივობები (გაკვეთილები, ტრენინგები) გავხადოთ მაქსიმალურად სახალისო და პრაქტიკულ დავალებებზე ორიენტირებული.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდეგ ვებგვერდი გააგრძელებს არსებობას და მუდმივად შეივსება ახალი მასალებით.

      გარდა ამისა, მოკლე ვიდეოების კონკურსი გვინდა ვაქციოთ ტრადიციულად და ყოველწლიურად ჩავატაროთ.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/kiberbulingi.xlsx
    • რეგიონი
      რუსთავი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    კიბერბულინგის პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ცირა თ
      დეკემბერი 4, 2024 | 1:33 pm

      ეს არის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლის პროექტი. რადგან ამ ეტაპზე მიეცათ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა, დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, თუმცა გამოცდილების ნაკლებობა მაინც აისახა პროექტებზე.
      ვთვლი, რომ რეკომენდაციების მიცემის შემთხვევაში სკოლა უკეთ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას, ვიდრე განაცხადში წერია. შეძლებს ითანამშრომლოს სხვა მხარეებთან, ამის პოტენციალი სკოლას ნამდვილად გააჩნია.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ჩოლურის პროექტი - კიბერბულინგი ინტერნეტ სამყაროში

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...