ნინი ბენდელიანი (მოსწავლე)-სოციალური მედიის მართვა, ინტერნეტ სივრცეში ვიდეორგოლების განთავსება
ანა ზურაბიანი (მოსწავლე) - თემში გამოკითხვის ჩატარება და ბუკლეტების დარიგება
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანი – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერბულინგის პრევენციისთვის.
მოსალოდნელი შედეგები:საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის საკითხებზე.მონაწილეების მიერ კიბერბულინგის პრევენციის სტრატეგიების და პოზიტიური კომუნიკაციის ტექნიკების შესწავლა.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი: თემის გაცნობა პრეზენტაციისა და გამოკითხვის სახით
გრძელვადიანი: ვებსაიტზე მუდმივად განთავსდება ვიდეოები, ფოტოები და დამატებითი ინფორმაციები კიბერბულინგის შესახებ
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
კიბერბულინგის, სიძულვილის ენის აღმოფხვრა , საჭიროება დადგა პირადი პრობლემიდან გამომდინარე.კიბერბულინგი ერთ-ერთი თანამედროვე პრობლემა არის, რომელიც ხშირად სოციალურ მედიასა და ინტერნეტში ხდება, რისი მსხვერპლი ხშირად მოზარდი ხდება, რაც აისახება მის ფსიქოლოგიურ მდომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში მოზარდები მშობლებს ვერ ეუბნებიან ინტერნეტ სივრცეში მათ მიმართ განხორციელებულ ბულინგზე ან ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო , მშობლები სერიოზულად არ ხედავენ არსებულ პრობლემას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებში.
1. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება: თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტთან წვდომა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა, რაც ადამიანებს კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების გამოყენების საშუალებას აძლევს. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი კიბერბულინგის გავრცელებისთვის.
2. ანონიმურობა: ინტერნეტში ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ანონიმური ანგარიშები, რაც ხშირად ართულებს მათი იდენტიფიკაციას. ამან შეიძლება შეუწყოს ხელი ბულინგის მოქმედებებს
3. წვდომა სოციალური მედიის პლატფორმებზე: სოციალური მედია ხშირად არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახასიათებენ, განსჯიან ან თუნდაც მავნებლობენ. საჯარო სივრცეში, სადაც ყოველთვის შესაძლებელია ღიად გამოხატო აზრი, კიბერბულინგი უფრო მარტივად ხდება.
როგორ გავუმკვლავდეთ მას:
1. ზოგადი ცნობიერების ამაღლება: უნდა შევიმუშაოთ კამპანიები, რომლებიც დააჩქარებენ კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ეს უნდა მოიცავდეს ონლაინ უსაფრთხოების სწავლებებს
2. მხარდაჭერა და ფსიქოლოგიური დახმარება: მნიშვნელოვანია ის, რომ მსხვერპლისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დახმარება იყოს ხელმისაწვდომი.
3. კიბერუსაფრთხოების პროგრამები: საჭიროა ინტერნეტპლატფორმების კომპანიები მჭიდროდ იმუშაონ საკუთარ პოლიტიკაზე, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების დაცვას და რეაგირებას არასასურველ ქცევებზე.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. ფსიქოლოგის მოწვევა- თეონა მუკბანიანი
პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩართვა დაეხმარება საზოგადოებას პრობლემის იდენტიფიცირებაში, მისი გავლენის გააზრებაში და ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით მხარდაჭერის გაწევაში.
2. ფლაერების დაბეჭდვა და გავრცელება
ინფორმაციული ფლაერები, რომლებიც ფართო აუდიტორიას მიაწვდიან ცნობებს პრობლემის არსზე, მის გავლენაზე და გადაჭრის შესაძლებლობებზე.
3. ტრენინგების ჩატარება
ტრენინგები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პრობლემასთან გამკლავებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
4. ინტერნეტ სივრცეში ვიდეორგოლების განთავსება
ვიდეორგოლები პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თანამედროვე და ფართოდ ხელმისაწვდომი საშუალებაა.
5. მოსახლეობის გამოკითხვა
გამოკითხვები საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს გაიგონ საზოგადოების დამოკიდებულება და საჭიროებები.
6. ცნობიერების ამაღლება
ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების მეტი ჩართულობისა და სოლიდარობის ფორმირებას.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ლეპტოპი - ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განსათავსებლად
ფსიქოლოგი - ჩაატარებს შეხვედრას კიბერბულინგთან დაკავშირებით
საკანცელარიო ნივთები
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ პარტნიორობას სივრცის გამქირავებლებთან, რომლებიც უზრუნველგვყოფენ აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ტექნიკის მაღაზია შპს ,, BEST MOBI"
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებლობას მიიღებენ ბავშვები , მშობლები და თემის წარმომადგენლები
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები- 35
მშობელები-30
თემის წევრები-55
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი შეიძლება შეუშალოს უამინდობამ , ფართი (ალტერნატივა-ონლაინ ჩატარება)
უამინდობა: ღონისძიებები გადაიდება და ჩატარდება ხელსაყრელი ამინდის დროს.
გზის მიუწვდომლობა: ღონისძიებები ჩატარდება გზის მოწესრიგების შემდეგ.
კავშირის პრობლემა: აქტივობები ჩატარდება სატელეფონო და ინტერნეტკავშირის აღდგენის შემდეგ.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ განვაგრძობთ მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის, ეს იქნება პრეზენტაციის სახით, ასევე ვიდეო რგოლების განთავსებით ინტერნეტ სივრცეში. მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდება იანვარში, ბანერების და პოსტერების დარიგება თებერვალში და შეხვედრა ფსიქოლოგ თეონა მუკბანიანთან მარტის თვეში.ნახატების გამოფენა მარტში და ტრენინგები მოსახლეობასთან თებერვალში.
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტში ეთიკური ქცევის მნიშვნელობაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება კიბერბულინგის და სიძულვილის ენის შედეგები, მათი პრევენციის გზები და პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განვითარება. ინიციატივა ხელს შეუწყობს პრობლემის იდენტიფიცირებას, საზოგადოებაში ტოლერანტობისა და პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის გაძლიერებას.
პროექტში პრობლემაი არსი არის გაგებული, თუმცა კონკრეტიკა აკლია. ,თუმცა საბოლოო ჯამში პროექტი გასაგებად არის გადმოცემული და დასახული აქტივობებიც არის განხორციელებადი. ვფიქრობ ამ პროექტის განხორციელება საჭიროა მაღალმთიანი სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებისთვის ,ასევე თემში მცხოვრები სოციალური ქსელით მოსარგებლე ადამიანებისთვის და მოზარდებისთვის.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
iveta Tvalchrelidze
დეკემბერი 5, 2024 | 4:55 pmპროექტში პრობლემაი არსი არის გაგებული, თუმცა კონკრეტიკა აკლია. ,თუმცა საბოლოო ჯამში პროექტი გასაგებად არის გადმოცემული და დასახული აქტივობებიც არის განხორციელებადი. ვფიქრობ ამ პროექტის განხორციელება საჭიროა მაღალმთიანი სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებისთვის ,ასევე თემში მცხოვრები სოციალური ქსელით მოსარგებლე ადამიანებისთვის და მოზარდებისთვის.