პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
სალომე არჩვაძე, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2007-11-15
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
საჩხერე, სოფ. დუნთა
მობილური ტელეფონი
574048697
ელექტრონული ფოსტა
archvadzesalome777@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
სალომე არჩვაძე, მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი
ირინა გაბრიჭიძე, მოსწავლე
ელენე დგებუაძე, მოსწავლე
პაპუნა ჩხეიძე, მოსწავლე
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
ინტერნეტი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია: გვალვით გამოწვეული ზიანის შემცირება ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები: სახურავებიდან ჩამონადენი წვიმის წყლის შეგროვება და წყლის რეზერვუარის შექმნა;
თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით წვეთოვანი სარწყავი სისტემის შექმნა სკოლის სამეურნეო ნაკვეთზე (სათბური 50კვ/მ);
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: წვიმის წყლის შეგროვებით წვეთოვანი სარწყავი სისტემის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება წყლის რესურსების დაზოგვაში, წყლის კონსერვაციასა და გვალვის პრევენციისთვის პრაქტიკული გზების შემუშავებაში. ამასთანავე, სათბურის მეშვეობით, შეგვეძლება მცენარეთა ჩითილების გამოყვანა, რომელთა ნაწილის რეალიზებას მოვახდენთ ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილს გამოვიყენებთ სკოლის ეზოს გასამწვანებლად.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პრობლემა: საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც არ არის ხელსაყრელი გარემო პირობები მცენარის ზრდისთვის, რეგიონი მცირემიწიანია, ნიადაგი კი - მცირემოსავლიანი. ამ პრობლემებს, ბოლო წლებში განსაკუთრებით ამწვავებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენით გამოწვეული გვალვა. გვალვა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, მცენარეების ხმობას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ნიადაგი კარგავს ნაყოფიერებას და განიცდის ეროზიას, რაც გრძელვადიან ზიანს აყენებს ეკოსისტემებს. გვალვის შედეგად მცირდება მოსავლიანობა, რაც გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე და მოსახლეობის შემოსავალზე. წლების განმავლობაში, სარწყავი წყლის დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფერმერებს და სოფლის მეურნეობის სექტორს. გვალვა იწვევს წყლის რესურსების შემცირებას, რაც ზრდის წყლის ხარჯებს და აზარალებს თემს. ასევე მდგომარეობას ართულებს საირიგაციო სისტემების არ არსებობა. წვეთოვანი მორწყვის სისტემა სათბურში განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია წყლის რესურსების დაზოგვისთვის და მცენარეების ოპტიმალური ზრდის უზრუნველსაყოფად. მისი საშუალებით მცენარეები იღებენ საჭირო რაოდენობის წყალს უშუალოდ ფესვებთან, რაც ხელს უწყობს წყლის დაკარგვის მინიმიზაციასა და ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას.
ჩვენს გამოცდილებას, სათბურის მოწყობისა და ფუნქციონირების შესახებ , სიამოვნებით გავუზიარებთ ნებისმიერ დაინტერესებულ სექტორს.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტში ჩართული მოსწავლე-მასწავლებლებისგან მოხდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება სკოლის სათბურში. სისტემატიურად მოხდება მცენარეთა ჩითილების ზრდის მონიტორინგი. პრობლემის დაფიქსირებისას კი ერთად ვიმსჯელებთ მის აღმოფხვრაზე.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პროექტისთვის ჩვენ დაგვჭირდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟისთვის საჭირო ინვენტარი, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს დანართის სახით.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვთანაშრომლობთ სასკოლო საზოგადოებასთან, სხვა პარტნიორები არ გვყავს.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სასკოლო საზოგადოება
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პედაგოგი- 4
მოსწავლე- 100
მშობელი- 200
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
რისკი- წყლის დაბინძურება – წყლის გაუფრთხილებლობით ან არასწორად შერჩეული წყლის წყაროებით შესაძლოა გაჩნდეს ბაქტერიები, სოკოები და მავნე ნივთიერებები, რაც მცენარეებს ავნებს
პრვენცია-წყლის ხარისხის კონტროლი – რეგულარულად შევამოწმებთ წყლის ხარისხს და მის pH დონეს. გამოვიყენებთ ფილტრაციას და დეზინფექციას (მაგ., ულტრაიისფერი შუქი ან ქიმიკატები) წყლის დაბინძურების პრევენციისთვის.
რისკი - მცენარეთა დაავადებები – წყალში არსებული ჭარბი ტენიანობა ან არასაკმარისი განიავება დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.
პრევენცია – ვუზრუნველვყოფთ საკმარის განიავებას და ტემპერატურის კონტროლს. რეგულარულად შევამოწმებთ მცენარეებს დაავადების ნიშნების დროს.
რისკი- წყლის გადაჭარბებული ხარჯვა – თუ სისტემა სწორად არ დაიგეგმა, შეიძლება მოხდეს წყლის არასაჭირო გადაჭარბებული გამოყენება.
პრევენცია– დავაყენებთ დრიპ სარწყავ სისტემას, რომელიც ოპტიმალურად გასცემს წყალს და საჭიროებისამებრ გააგრძელებს მორწყვას.
რისკი- მცენარეთა კვების პრობლემები – არასწორად შერჩეულმა საკვებმა ნივთიერებებმა (ნუტრიენტებმა), ან მათმა ნაკლებობამ, შეიძლება მცენარეების ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს.
პრევენცია- საკვები ნივთიერებების სწორად შერჩევა – გამოვიყენებთ კონკრეტულ ხსნარებს და პერიოდულად შევამოწმებთ ნუტრიენტების დონეს წყალში.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი კვლავ გააგრძელონ სათბურში მცენარეთა ჩითილების გამოყვანა. რადგანაც პროექტი მოიცავს თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, შეიძლება მისი გამოყენება უფრო დიდ ნაკვეთზე, გამოცდილების გაზიარებით კი ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს თავისსავე ეზოებში მუდმივად ჰქონდეთ ხელმისაწვდომი ჯანმრთელი პროდუქტი.
ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვავე საკითხია კლიმატის ცვლილების ზეგავლენით გამოწვეული გვალვა. გვალვა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, მცენარეების ხმობას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ნიადაგი კარგავს ნაყოფიერებას და განიცდის ეროზიას, რაც გრძელვადიან ზიანს აყენებს ეკოსისტემებს. ჩვენი მიზანია, სკოლის სათბურში (50 კვ/მ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება და მცენარეთა ჩითილების გამოყვანა.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 12:50 pmსაინტერესო პროექტია, საინტერესო გუნდიდან.