Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    პროექტი "ცოდნა და შემოსავალი"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      სანან ომაროვი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      სანან ომაროვი, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2009-07-29
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ბოლნისის რაიონის სოფელი ნახიდური
    • მობილური ტელეფონი
      557 44-70-69
    • ელექტრონული ფოსტა
      aleqsandre1980@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      სანან ომაროვი-ბოლნისის რაიონის საოფელ ნახიდურის საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, გუნდის ხელმძღვანელი

      ამავე სკოლის მეშვიდე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      100
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      სხვა
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია მოსწავლეთა მიერ თავიანთი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ხარჯზე გარკვეული თანხის გამომუშავება, ამ გზით სწავლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისთვის მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ამ გზით სხვადასხვა ინტელექტუალური პროდუქციის შექმნას, ფრილანსზე და სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე რეგისტრაციას და თავიანთი ნამუშევრების განთავსებას.

      გრძელვადიანი შედეგი: მოსწავლეები ამ პლატფორმებზე გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს და მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ასევე ამ ცოდნას უსასყიდლოდ გაუზიარებენ დაინტერესებულ პირებს.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      მოსწავლეებს სჭირდებათ სხვადასხვა ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა, ამ გზით ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება და მოტივაციის ზრდა სასწავლებლად.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      მოსწავლეები შეიკრიბებიან კვირაში ერთხელ სოფელ ნახიდურის ერთ-ერთ ოჯახში, დაამუშავებენ გრანტის მეშვეობით შეძენილ ლიტერატურას, გაივლიან ონლაინ ტრენინგებს, შექმნიან სხვადასხვა სტატიებს და ნახატებს, დარეგისტრირდებიან სავაჭრო პლატფორმებზე და იქ განათავსებენ თავიანთ ნამუშევარს.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1. ლეპტოპი ან კომპიუტერი;

      2. ფასიანი ტრენინგები;

      3. ლიტერატურა;

    • პროექტის პარტნიორები

      USAID

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საშუალო სკოლის მოსწავლეები და შემდეგ ყველა სხვა დაინტერესებული პირი, რომლებიც ამ ცოდნას უსასყიდლოს მიიღებენ ამ ახალგაზრდებისაგან.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      საწყის ეტაპზე 10 მოსწავლე

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      სოფელში ელექტროენერგიის და ინტერნეტის პრობლემები

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დაფინანსების დამთავრების შემდეგ მასში მონაწილე მოსწავლეები კვლავ გააგრძელებენ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სხვადასხვა პროდუქციის შექმნას და გაყიდვას. ასევე ამ ცოდნას გადასცემენ ყველა დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/tsodna-da-shemosavali.txt
    • რეგიონი
      ბოლნისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტ "ცოდნა და შემოსავალი"-ს მიზანია ახალგაზრდების მიერ საკუთარი ცოდნის ხარჯზე და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით ახალგაზრდების მიერ ფინანსური შემოსავლის მიღება. კონკრეტულად მოსწავლე-ახალგაზრდები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნიან სხვადასხვა ინტელექტუალურ პროდუქციას-მოთხრობებს, ესსეებს, ნახატებს, ვიდეოებს და ა.შ. ამ მასალას თავადაც დაამუშავებენ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადათარგმნიან სხვადასხვა მსოფლიოში გავრცელებულ ენაზე და გაყიდიან ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიო მასშტაბით ფრილანსისა და სხვა პლატფორმების გამოყენებით.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ცირა თ
      დეკემბერი 2, 2024 | 11:23 am

      სოფელი სრულად აზერბაიჯანული თემია. გუნდს კარგად ვიცნობ და ყველანაირად უწყობს ხელს მოსწავლეთა ინტეგრაციას და კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

      მიჭირს ამ პროექტის შინაარსობრივი შეფასება, რადგან მე თვითონ ასეთ დონეზე ვერ ვმეგობრობ ხელოვნურ ინტელექტთან. მე თვითონაც სიამოვნებით ვისწავლიდი იგივეს, რასაც პროექტით აპირებენ, თუ კი ეს ყველაფერი რეალურია და კანონიერი.
      იდეა კრეატიულია. სოფლის მოსწავლეებსაც აქვთ რეალურად საჭიროებები და რაც მთავარია, გუნდი საქმიანია და წარმატებული გამოცდილებაც აქვთ პროექტების განხორციელებაში.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    სოციალური მეწარმეობა მდგრადი განვითარებისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    "ინოვაციური სოფელი" ეკოლოგიური გარდაქმნა.

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...