მარიამ ბუკია - პროექტის ხელმძღვანელი, კოორდინატორი;
ლუკა ტყაბლაძე - პროექტის კოორდინატორი;
თინათინ ჭოლოკავა - პროექტის ასისტენტი.
მიზანი:
ახალგაზრდებში ციფრული ეთიკის, უსაფრთხო ქცევის და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენციისთვის.
მოსალოდნელი შედეგები:
• მოსწავლეებში კიბერბულინგის და სიძულვილის ენის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
• მშობლებისა და მასწავლებლების უნარების გაუმჯობესება ციფრულ სივრცეში უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშესაწყობად.
• სკოლაში ციფრული კულტურის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობა.
• 80%-ით გაიზრდება მოსწავლეების ცოდნა კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენციის გზების შესახებ.
• მშობლები და მასწავლებლები, ინფორმაციული ნაკადის, ღრმა გააზრების და დეტალური გეგმის მიღების სინთეზით, შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი ქმედებები, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხო ციფრულ კომუნიკაციას.
• განმტკიცდება სკოლებში და ადგილობრივ საზოგადოებაში ციფრული ეთიკის და პასუხისმგებლობის იდეის მნიშვნელობა.
კიბერბულინგი და სიძულვილის ენა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. პროექტის სამიზნე ჯგუფი - მოზარდები - ხშირად ხდებიან ონლაინ აგრესიის მსხვერპლი, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, დაბალ თვითშეფასებას და სოციალური ურთიერთობების დაზიანებას.
პრობლემის კომპლექსურობას ზრდის ციფრული ეთიკის ნაკლებობა, ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, არასათანადო რეაგირება და დამხმარე რგოლის - მშობლებისა და მასწავლებლების - არასათანადო მზაობა.
• ტრენინგები, თემებზე:
„რა არის კიბერბულინგი და მისი შედეგები?“;
„როგორ დავიცვათ თავი სიძულვილის ენისგან?“;
„პოზიტიური კომუნიკაციის კულტურა სოციალურ მედიაში.“
• თემატური ფოტო-ვიდეო რესურსის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სოციალურ ქსელებში.
• "კიბერბულინგის ლაბირინთი“ - სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი თამაში, სადაც მოსწავლეები გაივლიან „ლაბირინთს“, ამოხსნიან სხვადასხვა თავსატეხს და შეისწავლიან კიბერბულინგთან ბრძოლისა და სიძულვილის ენის პრევენციის ხერხებს.
თითოეული ეტაპი იქნება საგანმანათლებლო, სადაც მოთამაშეებს სჭირდებათ კონკრეტული თემატური პრობლემის გადაჭრა.
• "ციფრული უსაფრთხოების გეგმა“ მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის:
რამდენიმე საინფორმაციო სემინარის ფარგლებში ერთობლივად შემუშავდება „ციფრული უსაფრთხოების გეგმა“, რომელიც გაზიარდება სკოლებთან.
• მინი დისკუსიების სერია:
მოსწავლეები და მშობლები იმსჯელებენ რეალურ სცენარზე, რაც მოიცავს კიბერბულინგის და სიძულვილის ენის შემთხვევებს.
• კამპანია „ჩვენი ხმა სიძულვილის წინააღმდეგ“:
მოსწავლეების მიერ შემუშავებული ჰეშთეგის(#ციფრულიფარი) ქვეშ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეები ატვირთავენ ვიდეოებს, ფოტოებს, კითხვარებს სოციალური ქსელში და გავრცელებენ დადებით გზავნილებს.
• პროექტის დასრულების შემდეგ შედგება ფინალური ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები და მოეწყობა ღია დისკუსია.
მონაწილეებისთვის შესაბამისი სასწავლო მასალის მომზადების, ვიზუალური მასალის, საორგანიზაციო საკითხის, "კიბერბულინგის ლაბირინთის" თამაშის მოწყობისა და ფინალური ღონისძიებისთვის საჭირო რესურსი.
სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქ. წყალტუბოს N 2 საჯარო სკოლა - სივრცეს დაუთმობს პროექტს.
მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.
50 მოსწავლე (VII-XII კლასები);
20 მშობელი;
15 მასწავლებელი.
• მონაწილეთა დაბალი ჩართულობა.
გადაწყვეტის გზა: აქტივობებისთვის წინასწარ განსაზღვრული ინტერაქტიული ფორმატი, რაც პროცესს მიმზიდველს გახდის.
• ტექნიკური პრობლემები:
გადაწყვეტის გზა: სარეზერვო მასალების მომზადება წინასწარ.
• სკოლის სტრუქტურული წინააღმდეგობა:
გადაწყვეტის გზა: პროექტის დაწყებამდე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია.
პროექტის მდგრადობას ექნება პრაქტიკული გამოხატულება: პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლაში დარჩება „ციფრული უსაფრთხოების გეგმა“, რომელსაც ექნება გრძელვადიანი გამოყენებითი სარგებელი. მშობლები და მასწავლებლები განაგრძობენ კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენციის მეთოდების გამოყენებას პრაქტიკაში.
მოსწავლეები გააგრძელებენ ჰეშთეგის გამოყენებას და პოზიტიური კომუნიკაციის კულტურის გავრცელებას ონლაინ სივრცეში.
მიღებული ცოდნა იქნება ინფორმაციის მოქმედებად განსხეულების საწყისი, რაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის/პრევენციის ქვაკუთხედია.
ვმუშაობთ კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესაჩერებლად, ინკლუზიური და პოზიტიური ონლაინ გარემოს ხელშესაწყობად, სადაც თითოეული ხმა დაფასებული და დაცულია.
კომენტარის დამატება