მარიამ ნათენაძე- მოსწავლე. პროექტის პრეზენტაციის მომზადება, შეხვედრების ორგანიზება, მოსწავლეების შერჩევა/რეგისტრაცია, ფლეშმობის ორგანიზება, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციის მომზადება
ელენე ბუტულაშვილი - მოსწავლე. პროექტის პრეზენტაციის მომზადება, შეხვედრების ორგანიზება, მოსწავლეების შერჩევა/რეგისტრაცია, ფლეშმობის ორგანიზება, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციის მომზადება
თომა ბუტულაშვილი -მოსწავლე. პროექტის პრეზენტაციის მომზადება, შეხვედრების ორგანიზება, მოსწავლეების შერჩევა/რეგისტრაცია, ფლეშმობის ორგანიზება, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციის მომზადება.
(მშობლები- თამარა სამსონიძე, ინგა ცუცქირიძე- საორგანიზაციო საკითხების მომზადება, ტრენერის შერჩევა, დარბაზის შერჩევა, კვების უზრუნველყოფა, სტუმრების მოწვევა)
პროექტის მიზანია ბავშვებში სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და მათი ემოციური სფეროს განვითარება. ჩატარებული ტრენინგები თემებზე: "რა არის ბულინგი, როგორ ვმართოთ ემოციები და როგორ მოვახდინოთ პიროვნული უნარების განვითარება", "მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები და თანამედროვე მიდგომები" დაემარება მათ მოახდინონ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტაცია, თანატოლებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარჩვევების ჩამოყალიბება და ემოციების მართვის უნარების შემუშავება. ტრენერთან და მშობლებთან შეთანხმებით მოხდება ფილმის შერჩევა/ჩვენება. ფილმის გაანალიზება დისკუსია საშვალებას მისცემს მოზარდებს ჩამოაყალიბონ თავიანთი პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.
პროექტში დაგეგმილი საქმიანობების შედეგად შესაძლებელი გახდება სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეებს შორის ჩამოყალიბდეს ემოციების მართვის უნარის შემუშავება, სხვა ადამიანის პატივისცემა, თანაგანცდა და ურთიერთგაგება.
მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტები და ბულინგი, რაც იწვევს:
ჩატარდება შემდეგი საქმიანობები:
ჩატარდება 2 ტრენინგი (1- 1 დღიანი, მე-2 ორ დღიანი) მოწვეულ იქნება კვალიფიციური ტრენერი, რომელიც ჩაატარებს ორ ტრენინგს და დაესწრება ასევე ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას. ტრენინგებისთვის და ასევე გახსნისა და შემაჯამებელი პრეზენტაციებისთვის შეძენილი იქნება საკანცელარიო მასალა, და ლანჩისთვის საკვები. ფლეშმობისთვის საჭირო მასალა.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის დახმარებით შესაძლებლობა გვექნება მოვაწყოთ სკოლის ტერიტორიაზე პროექტის გახსნის ღონისძიება, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ პროექტის შესახებ მე-6 სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
10 მასწავლებელი და 30 მოსწავლე. 10 მშობლები
მშობლების მხრიდან პასიურობა, შვილების პროექტში განსახორცილებელი საქმიანობებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ასევე მასწავლებლების მხრიდან ნაკლები ჩართულობა. სწორი ინფორმაციის მიწოდებითა და უშუალო კონტაქტით შესაძლებელია აღნიშნული რისკების შემცირება.
პროექტში მონაწილე მოსწავლების შეძლებენ ემციების მართვას და ურთიერთ პატივისცემის, თანადგომის უნარების გამომუშავებას. ასევე პროექტში ჩართულობა შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ თვითშეფასება და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და კონკურსებში. შეძლონ საკუტარი თავის წარმოჩენა.
პროექტის მიზანია ბავშვებში სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და მათი ემოციური სფეროს განვითარება, რაც გულისხმობს მათ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტაციას, თანატოლებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარჩვევების ჩამოყალიბებას და ემოციების მართვის უნარების შემუშავებას. პროექტში დაგეგმილი ღონისძიებები მოზარდებს დაეხმარებათ თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენაში და მათი გადაჭრის გზების მოძებნაში.
Akhaltsikhe, Akhaltsikhe Municipality, Samtskhe-Javakheti, 0800, Georgia
კომენტარის დამატება