სკოლა -თემის ცენტრი


ყარმაზანაშვილი ციალა გრიგოლი, მჭადიჯვრის საჯარო სკოლა
დუშეთი
2012-11-05
2013-02-05
პროექის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის გააქტიურება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩატარდება სემინარები თემაზე "ჩვენი უფლებები", "როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე", "სკოლა და თემი". მოეწყობა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, აქცია "გახსოვდეს სოფლის ისტორია", ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი და შემოსული თანხით მოხდება ექსპონანტების შეძენა, რის შემდეგაც მუხრანელი ბატონების საზაფხულო რეზიდენციაში მოეწყობა მუზეუმი. მოსწავლეები გადამზადდებიან გიდებად. მოეწყობა აქტიურ მოქალაქეობაზე ფილმების, საგაკვეთილო მასალის, პროექტის განხორციელების ამსახველი კადრების ჩვენება. კლუბი ითანამშრომლებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, საპატრიარქოსთან და სკოლის თვითმმართველობასთან. პროექტის დასასრულს მოეწყობა შემაჯამებელი ღონისძიება.
3 თვე
448.48 დოლარი
200