ჯანსაღი თვითმმართველობა კარგი სკოლის საწინდარია


ჩაფიძე დათო გია, ქ.ტყიბული N1 საჯარო სკოლა
ტყიბული
2012-11-08
2013-01-08
პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპუარიზაცია ახალგაზრდებში. შეიქმნება პროექტში მომუშავე ჯგუფი და გადანაწილდება მოვალეობები. ჩატარდება სემინარები ალკოჰოლის, ნიკოტინის და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ფილმები "ორმაგი სახე", "ქუჩის დღეები", "ქაღალდია ნავი" და შედგება მათი განხილვა. ჩატარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მოსწავლეები შეხვდებიან ცნობილ და ახალგაზრდა თაობის პოპულარულ ადამიანებს: ჩემპიონ თეიმურაზ აფხაზავას. დამზადდება საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები. აქციაში არა ნარკოტიკს, არა ნიკოტინს და არა ალკოჰოლს ჩაერთვებიან თემის წარმომადგენლები, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ასფალტზე ხატვა. პროექტის ბოლოს სოცილური ქსელების საშუალებით მოხდება პროქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
2 თვე
356.97 დოლარი
572