მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სათემო აქტივობის პრობლემების მოგვარებაში


დოლიშვილი ნინო შოთას ასული, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლა
მცხეთა
2013-02-08
2013-05-08
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სათემო პრობლემის, კერძოდ კი სოფლის სასმელი წყლის სასმელად ვარგისიანობის დადგენაში. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ჩატარდება ჭის, ბურღის და წყაროს წყლების ლაბორატორიული გამოკვლევა. ლაბორტორიის ჯგუფს დაეხმარება ადგილზე შექმნილი სამუშაო ჯგუფები. გამოცხადდება ეკო-კვირეული და მოხდება წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. დაიბეჭდება ფლაერები და გავრცელდება მოსახლეობაში, ყოველი თვის ბოლოს გამოვა კედლის გაზეთი, მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს მოსახლეობისგან და გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმას კვლევის შედეგებზე, ჩატარდება სასკოლო კონფერენცია "გაუფრთხილდეთ ბუნებას", გამოცხადდება ფოტო და ნახატების კონკურსი და მოეწყობა შემეცნებითი ექვსკურსია ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.
3 თვე
448.48 დოლარი
800