Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    ჩვენი პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევუქმნათ ისეთი კომფორტული გარემო, სადაც შეძლებენ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ მოვაწყოთ ბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას, მოაწყობენ დისკუსიებს, ჩატარდება ინტელექტუალური თამაშები, მოეწყობა მათთვის სასურველი ფილმების ჩვენება. კომპიუტერის საშუალებით მოიძიებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას. ჩვენი სკოლა ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის სექტემბერში. გადავედით ახლად აშენებულ შენობაში. სკოლას გააჩნია ბაზა და რესურსები რათა გამოგვიყოს ერთი ოთახი, სადაც შევძლებთ აღნიშნული სივრცის მოწყობას და საშუალება მიეცემათ მოსწავლეებს დაკავდნენ სხვადასხმა შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობებით.
    სკოლის დირექცია გადმოგვცემს პროექტორს და კომპიუტერს, რათა მოხდეს კაბინეტის ტექნიკურად აღჭურვა. გადმოგვეცემა წიგნების თაროები, სადაც მოვათავსებთ პროექტის ფარგლებში შეძენილ მხატვრულ ლიტერატურას. ჩვენი პროექტის მიზანია სოფლის ბიბლიოთეკიდან, რომელიც ამჟამად სკოლის ბაზაზეა, ( ფართის არ ქონის გამო წიგნები იყო ავარიულ შენობაში და ნახევარზე მეტი განადგურდა) გადმოვიტაონოთ მხატვრული ლიტერატურა და მოვათავსოთ აღნიშნულ კაბინეტში. ასევე დაიდგმება მაგიდა ( დირექციის ხარჯებით), რბილი პუფები, რათა ბავშვებმა მყუდროდ და თავისუფლად იგრძნონ თავი. გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ კაბინეტი გადავაქციოთ მოსწავლეთა ინტელექტუალური თავშეყრის ადგილად

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Khashuri

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      jilda lomidze
    • ქალაქი
      ხაშური
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • ბმულის კოპირება