პროექტი დაიწყება სოციოლოგიური გამოკითხვით თემაზე "საზოგადოება კონფლიქტის წინააღმდეგ" ამის შემდეგ მოეწყობა 2 დღიანი სემინარები რომელზეც მომხსენებლების სახით მოწვეული იქნებიან შესაბამისი ექსპერტები. სემინარის პირველ დღეს დაგეგმილია კინოჩვენება განხილვით, ხოლო მეორე დღე გაიხსნება ფოტოგამოფენით. ორივე დღე აღბეჭდილი იქნება ვიდეოფირზე, რომელიც დამონტაჟდება მოკლე მეტრაჟიანი ფილმის სახით. მომზადდება გადაცემა ტელეარხ 25–ზე სადაც მოხდება ფილმის პრეზენტაცია და დისკუსია პროექტის შედეგებზე. ჩვენი მიზანია გავათვითცნობიეროთ დამსწრე საზოგადოება თუ როგორ აარიდონ თავი კონფლიქტურ სიტუაციებს და როგორ შეძლონ მათი რეგულირება.