პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული პარლამენტის ჩამოყალიბებას, მასში სკოლის მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, რაც გულისხმობს სკოლის მოსწავლეების ჩამოყალიბებას, ისეთ ადამიანებად, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებელი და თავისუფალი აზროვნება. ისინი შეძლებენ თავიანთი სკოლის პრობლემების მოწოდებას და სხვა სკოლებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შედეგად, ამ პრობლემების გადაჭრის სწორი გზების მოძებნას.
შედეგად მოსწავეები მომავალ თაობასაც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, იქნებიან უფრო ინფორმირებულები და შეძლებენ მომავალში მოაგვარონ ის პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს მათ სკოლასა თუ ზოგადად საზოგადოებაში.