პროექტის მოზანია ახალგაზრდებში მოქალაქეობრი ცნობიერების ამაღლება, სასკოლო და სათემო პრობლემების გამოვლენა, მშობლებისა და ადგილობრივი ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრობლემების გადასაჭრელად. სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების, ასევე მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის და დაინტერესების გაზრდა.
ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია სკოლაში მოეწყოს ისეთი კომფპრტული სივრცე, სადაც შესაძლებლობა იქნება შეიქმნას კომფორტული სამუშაო გარემო როგორც სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებისათვის ასევე საგნის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის. პროქტის დაფინანსების შემთხვევაში სკოლაში მოეწყობა სამოქალაქო განათლების კლას კაბინეტი, სადაც საგაკვეთილო პროცესის გარდა განხორციელდება სხვადასხვა საინტერესო სამოქალაქო ღონისძიებები. შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მშობლებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, რომელთა მთავარი მიზანი იქნება თანამშრომლობა სასკოლო და სათემო პრობლემების გადასაჭრელად. მოხდება ადამიანის უფლებების შესახებ ფილმების ჩვენება და განხილვა, დისკუსიების და დებატების, ტრენინგების ჩატარება თემაზე აქტიური მოქალაქეობა. პროექტის განხორციელების პარალელურად შეიქნმება ბლოგი, სადაც განთავსდება ინფორმაცია, როგორც პროექტის მიმდინარეობის, ასევე სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სხვა საინტერესო ღონისძიებების შესახებ.