პროექტის მიზანია სკოლაში ძალადობის შემცირების ხელშეწყობა ცნობიერების ამაღლების გზით. ძალადობა სასკოლო ასაკის მოზარდებში გამოხატვას პირველ რიგში სიძულვილის ენით იწყებს. ხშირ შემთხვევაში სოციალური ქსელების, მედია საშუალებების ან სოციუმის გავლენით. მოზარდები იყენებენ სიძულვილის ენას, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიმართ რადიკალურ აგრესიაში და ექსტრემისტულ ქმედებებშიც კი გადაიზარდოს.
რადგან ძალადობა როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ დონეზე საფრთხის შემცველია მშვიდობის, უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ამიტომ მოსწავლეებში რადიკალური და ექსტრემისტული იდეების გავრცელებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მოცემული საკითხის სიღრმისეული გააზრება და ცნობიერების ამაღლება. მათში დემოკრატიული იდეების გავრცელება და ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორიცაა შემწყნარებლობა, თანასწორობა, არაძალადობრივი გზით მოქმედება.