პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბავშვთა კონვენციური უფლებების გაცნობა სკოლის მოსწავლეებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მოსალოდნელი შედეგები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად, კერძოდ პროექტის ზემოქმედების შედეგები და შესაძლო სამომავლო შედეგი.
პროექტის ზემოქმედების შედეგებია ის პირველადი შედეგები, რასაც მივიღებთ პროექტის მიმდინარეობის ან დასრულების თანავე:
– ორი სკოლის ბავშვები მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ;
– ბავშვების, მშობლების და პედაგოგების ცოდნა ბავშვთა უფლებათა კუთხით მოიმატებს მინიმუმ 20%–ით;
– ორი სკოლის ბავშვები გაეცნობიან ერთმანეთის ყოველდღიურ ყოფას;
– ორი სკოლის ბავშვები გაეცნობიან ერთმანეთის ყოფით წესებს და გაუზიარებენ საკუთარ შეხედულებებს ბავშვთა უფლებათა დაცვაზე;
– ორი სკოლის პედაგოგები გადამზადდებიან ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხებში;
– 161–ე საჯარო სკოლის მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ბავშვთა უპირატეს უფლებებზე;
– ჩატარდება შემეცნებით–გასართობი საღამო ორივე სკოლის ბავშვების მონაწილეობით;
– ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები ჩაერთვებიან ბავშვთა წახალისებისა და მათზე ზრუნვის კუთხით.
პროექტის სამომავლო შედეგებია – ის შესაძლო შედეგები, რომელიც არ გამოიხატება დათვლად მონაცემებში და შესაძლოა მიუღწეველი იყოს უშუალოდ პროექტის დასრულების შემდეგ, თუმცა ესეთი ფაქტორები აუცილებლად იმოქმედებს და გავლენა ექნება, როგორც ბავშვთა ცნობიერებაზე, ასევე იმ გარემოზე სადაც ის ცხოვრობს:
– ამაღლდება ცნობიერება სკოლაში, თემში, საზოგადოებაში ბავშვის უპირატესი უფლებების შესახებ;
– საფუძველი ჩაეყრება ორი სკოლის მეგობრობას და თანამშრომლობას ბავშვთა უფლებებისა და მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების კუთხით;
– გაიზრდება მოტივაცია ბავშვების ერთმანეთთან თანადგომისა და ინტერესი საკუთარი უფლებების უფრო ღრმად გასაცნობად;
– გადამზადებული პედაგოგები სამომავლოდ გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვა პედაგოგებსა და მშობლებს;
– გათვითცნობიერებული ბავშვები დადგებიან საკუთარი თანასკოლელების დასაცავად.