პროექტის "ბიბლიოფილია" მიზანია შპს მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ-კომპლექს "გონის" მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ქუთაისში მდებარე სკოლების დამეგობრებისა და მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შორის თანამოაზრეების შეძენაში ხელშეწყობა.
ამისათვის სკოლაში შეიქმნება ბიბლიოთეკა.
დაფინანსების შემთხვევაში, USAD-ის ფონდი შეიძენს ბიბლიოთეკისათვის საჭრო ავეჯს;
მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ-კომპლექს "გონის" ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი სივრცის გამოყოფასა და რემონტს;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება შეიძენს 1 000 ლარის ღირებულების უახლესი გამოცემის ლიტერატურას;
შპს "მკითხველი" - ბიბლიოთეკისათვის შეიძენს საბავშვო ლიტერატურას;
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - პროექტისათვის გამოყოფს მის მიერ გამოცემული ყველა წიგნის ეგზემპლიარებს;
ტ/კ "მეგა ტვ-ის" გადაცემა "შუადღე" - ნახევარ საათიან ეთერს დაუთმობს პროექტის პრეზენტაციას. გადაცემაში მიწვეული იქნება პროექტის სამუშაო ჯგუფი;
ტ/კ "რიონი" - საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქებს ბიბლიოთეკის პრეზენტაციას და 3 თვის განმავლობაში განხოციელებეულ აქტივობებს;
სააგენტო "ახალი გაზეთი" - დაწერს ნიუსს ბიბლიოთეკის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბი" -უზრუნველყოფს ერთი წარმატებული ქუთაისელის ვიზიტს სკოლის ბიბლიოთეკაში, ვისთან შეხვედრასაც თავად მოსწავლეები ისურვებენ ლიტერატურაზე, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და ყველა სხვა საკითხზე სასაუბროდ, რაც მოსწავლეებს დააინტერესებთ.
პროექტის დასრულების შემდეგ, მსგავსი შეხვედრები მიიღებს სისტემატურ ხასიათს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბი" გააგრძელებს სამოქალაქო კლუბ "გონიერ თაობასთან" თანამშრომლობას და ყოველთვის დაეხმარება მოსწავლეებს მათთვის საინტერესო ადამიანის მოწვევაში.
ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი, სადაც ყოველკვირეულად შეიკრიბებიან მოსწავლეები საყვარელ წიგნებზე სასაუბროდ. ერთმანეთს გაუზიარებენ ახალი წიგნის წაკითხვით შექმნილ შთაბეჭდილებებს. ლიტერატურული კლუბის ხშირი სტუმრები იქნებიან ქუთაისში მდებარე სხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებელი, აგრეთვე მშობლები. მათ თავად სამოქალაო კლუბ "გონიერი თაობის" წევრები მოიწვევენ.