სკოლის განახლებული ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა და ფონდის გამდიდრება.წიგნის კითხვის კულტურის გაღრმავება და წიგნიერების ამაღლება ახალგაზრდებში, ინტელექტუალური მოღწევების ეფექტიანად გამოყენება მოსწავლეების მიერ, ზოგადი საკომუნიკაციო, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის უნარ -ჩვევების განვითარება მოზარდებში.
ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებს სკოლის ყველა მოსწავლე, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები.
შეირჩევა წიგნების სხვადასხვა კატეგორია:შემეცნებითი, საბავშვო,სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა,ლექსიკონები.
მას შემდეგ რაც ბიბლიოთეკა შეივსება მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურით,გაკეთდება პროექტის პრეზენტაცია,მოეწყობა პოეზიის საღამო, ტრადიციად გახდება და აირჩევა დღეები კითხვის საათისთვის,პოეზიის საღამოები,ლიტერატურულ ნაწარმოებათა განხილვა,ადგილობრივი მწერლებისა და პოეტების მოწვევა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ჩატარება.