ჩვენს მიერ წამოწყებული პროექტის მიზანია ჩვენს სოფელში მინი სპორტული მოედნის რებილიტაცია, რის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ, ჩვენი თანატოლების პასიური ცხოვრების წესის შეცვლას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით. კერძოდ კი გავწერთ საინფორმაციო კამპანიას რაც გულისხმობს:პარტნიორ სკოლებს შორის მოვაწყობთ სპორტულ შეჯიბრებებს, მოვიწვევთ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს ირაკლი ზირაქაშვილს და მოვაწყობთ შეხვედრას თემის წარმომადგენლებთან ერთად. გავავრცელებთ საინფორმაციო ფლაერბს ჯანსაღი სპორტული ცხოვრების შესახებ. თემში გავაკეთებთ კვლევას ვინ ვარჯიშობს თუნდაც სახლის პირობებში. მოვიწვევთ ექიმ-დიეტოლოგს საიდანაც ვისწავლით თუ რა კავშირშია სწორი კვება სპორტთან. სპორტულ მოედანს გავხსნით შემაჯამებელი ღონისძიებით რა დროსაც მოეწყობა მეგობრული მატჩი პარტნიორ სკოლებთან ერთ-ერთ სპორტულ სახეობაში.