პროექტის მიზანია ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ისტორიის პოპულარიზაცია მოსახლეობასა და მომავალ თაობაში. იმ ისტორიებისა და კონკრეტული სახელების ცოდნა, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მომავალ თაობასა და ქალაქ კასპის მოსახლეობას, გააცოცხლონ თავიანთი ქალაქის ძველი ისტორიები. აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი ქალაქისა და მისი წარმომადგენლების ისტორია, დააფასონ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რეჟიმის უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ. პროექტს გააჩნია საგანმანათლებლო დატვირთვა, მოეწყობა სხვა და სხვა ტრენინგები, სემინარები, სასწავლო ვიზიტები, კონკურსები. მუზეუმი ხელს შეუწყობს ქ. კასპის ტურისტულ დატვირთვას, ნებისმიერი უცხოელი ტურისტისათვის მუზეუმის კარი ღია იქნება, ყოველივე ეს ხელსშეუწყობს სხვა ადგილობრივი ტურისტული ადგილების ასევე პოლულარიზაციას.
სიმბოლურია, რომ გიმნაზიის შენობა ყოფილ პოლიციის შენობას წარმოადგენს, რომელიც საბჭოთა პერიოდში იქნა აშენებული და სადაც ჰყავდათ პატიმრები. სწორედ შენობის ნულ სართულზე უნდა მოხდეს გამოფენა-მუზეუმის განთავსება, სადაც უწინ პატიმართა საკნები იყო.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს ერთ კონკრეტულ კეთილი საქმისთვის მთელი ქალაქის გაერთიანებას, მოსწავლეები ითანამშრომლებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გამოიმუშავებენ ადვოკატირებისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარ–ჩვევებს. მიიღებენ დიდ გამოცდილებას მოწვეული პროფესიონალი ადამიანებისგან. ისინი უშუალოდ ჩაერთვებიან სამუზეუმო ფართის მოწესრიგებასა და შეღებვაში. მონაწილეობას მიიღებენ სამუზეუმო ექსპონანტების განთავსებაში. ისწავლიან სცენარის დაწერას, ვიდეო სიუჟეტის გადაღებას, მონტაჟს. ყველა აქტივობა მათ გამოუმუშავებს პასუხისმგებლობის უნარ–ჩვევას.
მნიშნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში კასპის გიმნაზიის მოსწავლეები ითანამშრომლებენ ქ. გორის # 12 საჯარო სკოლისა და გიმნაზიის მოსწავლეებთან. ისინი ერთობლივად ჩაერთვებიან კონფერენციასა და ესსეების კონკურსში.
მოსწავლეები დაათვალიერებენ თბილისში არსებულ „ოკუპაციის მუზეუმს“. ისინი თავიანთი თვალით დაინახავენ და აღიქვამენ იმ რეალობას, რაც საბჭოთა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. გააკეთებენ ანალიზს დასავლურ ღირებულებებზე.
აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი:
1. კვლევა – გამოკითხვა განხორციელდება პროექტის პირველსავე კვირას. პასუხისმგებელი პირები: მარიამ ყაზარაშვილი, თეკლა გოჩიევი, სანდრო გოგობერიძე, გიორგი თამარაშვილი, ნინი ბიძინაშვილი, ოთარ ქოთოლაშვილი.
2. სემინარი –სემინარი ჩატარდება პროექტის დაწყების მეორე კვირას. პასუხისმგებელი პირი: ვანო კახუა.
3. ფართის გაწმენდითი სამუშაო –სამუშაოები განხორციელდება პროექტის მეორე კვირას. პასუხისმგებელი პირები: ზუკა სუხაშვილი, გიორგი მარქალაშვილი, კახა კოშაძე,ნიკა რაზმაძე,ოთარ ქოთოლაშვილი,ნიკა ნადირაშვილი.
4. ფილმის ჩვენება/დისკუსია – აღნიშნული აქტივობა განხორციელდება პროექტის მესამე კვირას. პასუხისმგებელი პირი: პედაგოგები – ნინო ნიპარიშვილი, ელიზა ახლოური.
5. რეპრესირებულთა ოჯახებიდან ფოტომასალის მოძიება - კვლევა ჩატარდება პროექტის მესამე და მეოთხე კვირას. პასუხისმგებელი პირები: ნინო იაშვილი – პედაგოგი, ნატა ბაქაქური, ანა ბუნტური, დიანა ჩადუნელი, ნიკა ნადირაშვილი,გიორგი ალავიძე.
6. ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში – პროექტის მეოთხე კვირა. პასუხისმგებელი პირი: პედაგოგები – ნინო ნიპარიშვილი, ელიზა ახლოური.
7. საარქივო დოკუმენტაციის მოძიება - საარქივო მასალაზე მშაობა დაიწყება პროექტის მეხუთე კვირას.პასუხისმგებელი პირი: ნინო ნიპარიშვილი,ვანო ჯახუა.
8. ნახატების კონკურსი „წარსულის კვალდავალ...“ –კონკურსი გამოცხადდება პროექტის მეექვსე კვირას. პასუხისმგებელი პირი : მარიამ ლაფერაშვილი, მარიამ ხუციშვილი, ელუკა ლომიაშვილი
9. სამუზეუმო ფართისთვის სამშენებლო სამუშაოები – პროექტის მეხუთე და მეექვსე კვირა. ლესვით სამუშაოებსა და ბეტონის დასხმას აწარმოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი ერთი მუშა. სამუშაოებს ზედამხვედველობას გაუწევს ამ საკითხში პასუხისმგებელი პირი: პედაგოგი – გოდერძი მარიდაშვილი.
10. თანამშრომლობა გორის სკოლებთან –კონფერენცია ჩატარდება გორში საზოგადოება ბილიკის ოფისში,პროექტის მეშვიდე კვირას. პასუხისმგებელი პირები: ნინო ნიპარიშვილი, ლელა წურწუმია, თამილა კოშორიძე.
11. საგამოფენო ბანერის დამზადება - ბანერებზე მუშაობა დაიწყება პროექტის მეექვსე–მეშვიდე კვირას. პასუხისმგებელი პირი ნინო ნიპარიშვილი, ვანო ჯახუა.
12. ესსეების კონკურსი –კონკურსი გამოცხადდება და განხორციელდება პროექტის მეშვიდე და მერვე კვირას. პასუხისმგებელი პირები: ელენე ჭლაჭიშვილი, თათია ღვინიაშვილი, მედეა აჭარიძე, თამაზ მცურავიშვილი, კახა კოშაძე.
13. ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგება –აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება პრექტის მერვე კვირას. პასუხისმგებელი პირები: პედაგოგი გოდერძი მარიდაშვილი, მშობლები – ბაჩი ბუნტური, ალექსანდრე ნონიაშვილი.
14. სემინარი –შეხვედრა შედგება გიმნაზიაში პროექტის მეცხრე კვირას. პაუხისმგებელი პირი: გიორგი გაბოძე, პედაგოგი ელიზა ახლოური.
15. ფილმზე მუშაობა - ჩაწერები განხორციელდება ქ. კასპში. მონტაჟზე პასუხისმგებელი პირია შოთიკო ჯავახიშვილი, გადაღებას აწარმოებს გიმნაზიის კურსდამთავრებული ფოტოგრაფი – ნიკა ლაფერაშვილი, ფილმში ჟურნალისტურ საქმიანობას შეითავსებენ ანა ბუნტური და მარიამ ყაზარაშვილი. ფილმზე მუშაობა დაიწყება პროექტის მეექვსე კვირას და დასრულდება მეათე კვირას.
16. მოსწავევებისა და მუზეუმის ბანერის დამზადება – პროექტის მეთერთმეტე კვირას მოსაწვევბი დარიგდება, ხოლო ბანერი გამოიფინება მუზეუმის შესასვლელში. პასუხისმგებელი პირი: ელიზა ახლოური.
17. საგამოფენო რეკვიზიტების მოძება - აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაოწყება პროეექტის მუხუთე კვირას და დასრულდება მეთერთმეტე კვირას. პასუხისმგებელი პირები: პედაგოგი მარიამ ნონიაშვილი, დიანა ჩაუნელი, ანა ბუნტური, ნატალი ბაქაქური, ნიკა ნადირაშვილი.
18. მუზეუმის პრეზენტაცია - მუზეუმის პრეზენტაცია და გახსნა შედგება მეთორმეტე კვირას. პასუხისმგებელი პირები: ნინო ნიპარიშვილი, ელიზა ახლოური, ნინო იაშვილი, მარინა ომანაშვილი, ნანა დალაქიშვილი, ვანო ჯახუა, მე–10 კლასის ყველა მოსწავლე.