მიზანი: მოსწავლეებში ბავშვთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაცია და პრაქტიკული გამოყენება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ. განიხილავენ მას. მოეწყობა 4 ტრენინგი ბავშვთა უფლებების კონვენციის სწავლებაზე. მათ შორის 3 ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მერვე-მეცხრე-მეათე კლასელებთან და ერთი ქუთაისის #35 საჯარო სკოლის მერვე-მეცხრე-მეათეკლასელებთან. ასევე მოეწყობა ერთი შეხვედრა, სადაც ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები აღნიშნულ თემაზე და მოეწყობა დისკუსია, შევხვდებით - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას. მომზადდება ფლაერები რომლებზეც დატანილი იქნება ინფორმაცია სკოლაში პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამფინანსებლებისა და მხარდამჭერების ჩათვლით და ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი მუხლები ამ კონვენციის პოპულარიზაციისთვის და დარიგდება თემში. სკოლაში არსებული რადიო–კვანძის გამოყენება მოხდება პროექტის პოპულარიზაციისათვის, მომზადდება 5 წუთიანი რადიო სიუჟეტი პროექტის შედეგების სასკოლო საზოგადოებისთვის გასაცნობად.