პროექტის მიზანი:
სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შორის თანამშრომლობა
მოსალოდნელი შედეგი: პროექტის განხორციელების შედეგად:
• გორის რაიონის სოფ.ხელთუბნის საჯარო სკოლაში შეიქმნება სამოქალაქო კლუბი;
• გორის რაიონის სოფ.ზერტის და ხელთუბნის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და თემის წარმომადგენლებს შორის ამაღლდება ცნობიერება სამოქალაქო განათლების სფეროში;
• მოსწავლეები შეიძენენ პროექტების წერის, გუნდური მუშაობის და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევებს;
• არაფორმალური შეხვედრები, კერძოდ კი ექსკურსია განამტკიცებს მათ მეგობრობას და თანამშრომლობას.
• შეიქმნება ბლოგი http://zerti-samoqalaqo.blogspot.com/
• დამზადდება 2 სტენდი ზერტის და ხელთუბნის საჯარო სკოლებში პროექტის ამსახველი მასალებით;
• დამზადდება საინფორმაციო ბიულეტენი.