1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები (კონკრეტულად აღწერეთ რა არის პროექტის მიზანი და რის მიღწევას აპირებთ პროექტის განხორციელების შედეგად. რატომ ფიქრობთ, რომ იგი არის მიღწევადი და როგორ შეძლებთ მისი შედეგების შეფასებას/გაზომვას?):
პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას აკადემიური და სოციალური უნარ–ჩვევების გასავითარებლად. პროექტის ფარგლებში შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მ/პ სკოლა–გიმნაზიაში მოეწყობა სპეციალური რესურს ოთახი, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ჩატარდება შეხვედრები, სპეციალური გაკვეთილები, ტრენინგები, მოეწყობა ფილმების ჩვენებები და მათი განხილვა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებლებთან ერთად, შშმ პირები მოაწყობენ ნახატბის გამოფენას, პოეზიისა და შეოქმედებით საღამოებს, სპორტულ შეჯიბრებებს. გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეები, შშმ პირებთან ერთად გადაიღებენ ფიმლს, რომელიც ნაჩვენები იქნება დასკვნით ღონისძიებაზე. პროექტი შედეგად, გიმაზიაში დაარსებული რესურს ოთახი ხელს შეუწყობს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი. უნდა აღინიშნოს, რომ რესურს ოთახის მოწყობასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები. აღსანიშნავია ისიც, რომ ქ. კასპში ასეთი ანალოგი არ არსებობს. შედეგად, რესურს ოთახის დაარსება მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეუწყოთ შშმ პირთა განვითარებისა და ინტეგრაციის პროცესს.