ზურაბ სულაძე
მარიამ აბრამაშვილი
ბარბარე კურტანიძე
მარიამ გელაშვილი
მარიამ იარღანაშვილი
ნინო ნოზაძე
(ყოველ სესიაზე თანაბარი მოვალეობები)
,, ჩვენი ძალა ჩვენი ხმაა“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალებზე ძალადობის პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას და მსხვერპლთა მხარდაჭერას. პროექტი ხელს უწყობს საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
გენდერული სტერეოტიპების შემცირება და საზოგადოების ჩართულობა. მიზანია ძალადობის შემთხვევების შემცირება და გენდერული თანასწორობის გაძლიერება.
ჩვენი პროექტი ეხება ოჯახში, საზოგადოებრივ თუ ინსტიტუციურ დონეზე ქალების მიმართ ძალადობას, რაც მოიცავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიკურ ძალადობას. პრობლემა გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, სტერეოტიპებით და დამნაშავეთა დაუსჯელობით. პროექტის მიზანია ამ პრობლემების პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
1. საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებტან და პროექტის შესახებ პრეზენტაციების გამართვა
2. პროექტის მონაწილეთა შერჩევა. თითოეული პარტნიორი სკოლიდან
3. მოსწავლეთა ინციიატივით, მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციების , დამუშავებული ინფორმაციების საფუძველზე მოხდება ტრენინგების და სიანფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა, და განხორციელება შემდეგ თემებზე:
1)თანასწორი საზოგადოება - მიზანი: მონაწილეებს მისცეს ხედვა, როგორ შეიძლება გენდერული თანასწორობის მიღწევა. ჯგუფებში ვხატავთ ან ვწერთ, ავწერთ საზოგადოებას სადაც თანასწორობა ნათლად ჩანს.
2)გენდერული როლების ისტორიული ცვლილებების გააზრება.
ბენეფიციარებს ვაწვდით ინფორმაციას ან სურათებს, სადაც გენდერული როლები ეპოქებით განსხვავებულია. მათ უნდა გააანალიზონ, როგორ იცვლებოდა როლები და როგორ მოქმედებდა ეს საზოგადოებაზე.
3)გენდერული სტერეოტიპების გავლენის გააზრება ადამიანებზე.
მონაწილეებს ვაწვდით ორ ფიქტიურ ბიოგრაფიას (ერთის - ქალის, მეორის - მამაკაცის).ბიოგრაფიებში აღბეჭდილია მათი ცხოვრების განსხვავებები გენდერული სტერეოტიპების გავლენის გამო. განიხილავენ როგორი იქნებოდა ცხოვრება თანასწორ პირობებში.
4)დისკუსია გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ბენეფიციარებთან ერთად ვისაუბრებთ თუ რა სტერეოტიპებია ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული და ვისაუბრებთ თუ რატომ ჩნდება მსგავსი სტერეოტიპები და რა შედეგები შეიძლება მოყვეს სტერეოტიპულ აზროვნებას.
5)ვიდეო-რგოლების გაშუქება სხვადასხვა ფილმებიდან, სადაც ნათლად ჩანს ქალზე ძალადობის აშკარა ფაქტები. ამის შემდეგ, ბენეფიციარები განიხილავენ და გაანალიზებენ თუ რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს მისი პრევენციისთვის.
6 სამუშაო შეხვედრა- პრობლემის უკონფლიქტოდ კანონიერად მოგვარების გზების პოვნა. ბენეფიციარებთან ერთად ვისაუბრებთ და დისკუსიას გავმართავთ თუ რა გზებით უნდა მოგვარდეს პრობლემა ქალთა ძალადობის კვალზე, ისე რომ ყველაფერი მშვიდობიან ატმოსფეროში მოხდეს.
7)ძალადობის სახეების და სასჯელის ვრცლად განხილვა. ბენეფიციარებს გავაცნობთ თუ რას აკეთებს სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვასთან, რა ღონისძიებები ვრცელდება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მისაღებად.
8)საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციები. ბენეფიციარებს ვესაუბრებით თუ რომელი ორგანიზაციები იცავენ ქალთა უფლებებსა და ვისაუბრებთ მათ საქმიანობაზე.
9)შემაჯამებელი შეხვერა: ბენეფიციარებთან ვისაუბრებთ ინიციატივაზე და მის სამოქმედო გეგმაზე. ვისაუბრებთ თუ რა ჩატარდა და რა განხორციელდა ინიციატივის ფარგლებში და მოვისმენთ ბენეფიციარების შეფასებებს ინიციატივაზე.
შემაჯამებელ შეხვედრაზე მოხდება აქტიური მოსწავლეების დაჯილდება წამახალისებელი პრიზით და სერტიფიკატებით.
საკანცელარიო ნივთები (წებოვანი ფურცლები,თაბახები,ფანქრები,კალმები,მარკერები,დაფა)მოხმარდება შეხვედრების დროს აქტივობებს.
საზოგადოება ბილიკი
სურამის ბიბლიოთეკა - ადგილი, სადაც ჩატარდება შეხვედრები
ნატიფი - ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტს ლანჩით შეხვედრებზე
სასტუმრო ლეჯიანდრო- სივრცის დათმობა
სურამის : მე-2, მე-3, მე-4 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები 36 მოსწავლე
სამოქალაქო კლუბის წევრები:
სურამის მე-2 საჯარო სკოლიდან - 12 მოსწავლე
სურამის მე-3 საჯარო სკოლიდან - 12 მოსწავლე
სურამის მე-4 საჯარო სკოლიდან -12 მოსწავლე
აზრთა წინააღმდეგობა დამსწრე საზოგადოების მხრიდან. სკეპტიკური განწყობა გარკვეული ფენისგან. თავიდან ავიცილებთ გაწონასწორებულად, სწორი მხარის ახსნით.
შევაჯამებთ შედეგებს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად და ვიმსჯელებთ თუ რა სარგებელი მოგვიტანა
,, ჩვენი ძალა ჩვენი ხმაა“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალებზე ძალადობის პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას და მსხვერპლთა მხარდაჭერას. პროექტი ხელს უწყობს საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
Surami, Khashuri Municipality, Shida Kartli, Georgia
კომენტარის დამატება