პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ანასტასია შარიქაძე, მე-7 კლასის მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2012-06-24
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
რუსთავი, დავით გარეჯის ქ. N21ა
მობილური ტელეფონი
571870959
ელექტრონული ფოსტა
anastasiashariqadze789@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ლილუ ცაბუტაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება.
დარიკო ხუბაშვილი, მოხალისე მასწავლებელი, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
ელენე ყველაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პლასტმასის შეგროვების ურნის აწყობა, მისი გაფორმება. გამოფენის ორგანიზება.
ანა ლორთქიფანიძე, მე-7 კლასის მოსწავლე, პლასტმასის შეგროვების ურნის აწყობა, მისი გაფორმება. გამოფენის ორგანიზება.
მარიამი მასურაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის აწყობა.
ირინა ბეგშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე, პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება.
საბა ბიჩელაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე. შეგროვებული ბოთლების ჩაბარების აქციის ორგანიზება.
ლუკა ხოსიტაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლე. გამოფენისთვის ნამუშევრების შეგროვება.
ნიკოლოზ ტაბატაძე, მე-7 კლასის მოსწავლე. შეგროვებული ბოთლების ჩაბარების აქციის ორგანიზება.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტსი მიზანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენებთან დაკავშირებით. შედეგად მივიღებთ უფრო სუფთა და უსაფრთხო გარემოს. აღნიშნული მიზანის მისაღწევად ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, საინფორმაციო ბროშურების გავრცელებას თემში, პლასტმასის შეგროვების აქციებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგი იქნება ჩვენი თანატოლების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, ხოლო გრძელვადიანი ქალაქის თემის მეტად ჩართულობა პლასტმასის გადამუშავების საკითხებში და შემდგომში პლასტმასის მიღების მეტი აპარატის დადგმა ქალაქში.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
გარემოსდაცვითი პრობლემა საკმაოდ აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქალაქში, სკოლებში და ა.შ. ხშირად ვხედავთ რომ მოსახლეობა პლასტმასის ბოთლებს ყრის უბრალოდ ნაგვის ურნაში რომლებიც შემდგომში ხვდებიან ღია სივრცეში. მაგალითად ჩვენს კლასშიც, დღის ბოლოს უამრავი წყლის ბოთლი იყრება უშუალოდ ურნაში და რათქმაუნდა გვინდა ამ პრობლემის მოგვარება. ასევე ხშირად გაგვიგია რომ ბევრმა არ იცის რომ არსებობს პლასტმასის გადამუშავების საამქროები და ბოთლების ჩაბარების პუნქტები, შესაბამისად უწევთ გარემოს დაბინძურება.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ჩვენ ვაპირებთ ჩვენს თანატოლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას პლასტმასის მავნებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზენტაციების ჩატარებას ვგეგმავთ სიქას ოფისში. შეხვედრაზე მოვიწვევთ ჩვენს თანატოლებს და ვესაუბრებით გარემოს პლასტმასით დაბინძურების საშიშროებებზე.
ასვევე ვგეგმავთ საინფორმაციო ბროშურების დამზადებას რომლებსაც გავავრცელებთ ჩვენს ქალაქში, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბროშურებში იქნება დატანილი ინფორმაცია პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესახებ, ასვე იქნება მოცემული ინფორმაცია პლასტმასის ჩაბარების პუნქტებთან დაკავშირებით.
ჩავატარებთ პლასტმასის ბოთლების ჩაბარების აქციას, რისთვისაც დავამზადებთ სპეციალურ ეკო ურნას. აღნიშნულ ეცო ურნას განვათავსებთ ქალაქის რომელიმე ღია ადგილას და მივუწოდებთ მოსახლეობას რომ არ დაანაგვიანონ გარემო პლასტმასით. შემდეგ შეგროვებულ ბოთლებს ჩავაბარებთ სპეციალურ მიმღებ პუნქტში.
რადგან ქალაქში არის საკმაოდ ცოტა პლასტმასის მიმღები პუნქტი, ვაპირებთ მივმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს ურნების ან/და პლასტმასის მიმღები აპარატების დამატებასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის უფრო მეტ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით პარკში ჩავატარებთ საინფორმაციო პოსტერების გამოფენას თემაზე "პლასტმასის გარემოში", რომელშიც შეუძლიათ მონაწილეობის მირება ნებისმიერ მსურველს. ყველა მონაწილეს გადავცემთ სამახსოვრო სერტიფიკატს.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ფერადი პრინტერი დაგვეხმარება უფრო ეფექტური საინფორმაციო ბროშურების შექმნაში, რომლების გავრცელებას ვაპირებთ პროექტის დასრულების შემდეგაც. გვინდა რომ ჩვენს წამოწყებას უფრო მეტი გამოხმაურება მოყვეს და ხარისხიანად შესრულებული ნამუშევარი უფრო მეტ ეფექტს შემატებს ჩვენს ინფორმაციას.
დაგვჭირდება საკანცელარიო ნივთები პოსტერების შესაქმნელად და საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების დროს.
პროექტის პარტნიორები
ორგანიზაცია სიქა (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია).
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ბენეფიციარები არიან ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლები. ვგეგმავთ ინფორმაციის გავრცელებას როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროსებში, რადგან ყველანი ერთ გარემოში ვცხოვრობთ.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
შესაძლო რისკად ვთვლით:
არ ჩართულობას პოსტერების გამოფენაში. თუმცა ასეთი შემთხვევის დროს ვგეგმავთ რომ ჩვენ თავად შევქმნათ საინფორმაციო პოსტერები, რათა მოსახლეობას უფრო მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია.
ეკო ურნას არავინ არ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით აღნიშნული ურნის მომხმარებლები. შემდგომში ვიმედოვნებთ რომ აქტიურობა მაინც იქნება.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ, ისევ გავაგრძელებთ საინფორმაციო ბროშურების დამზადებას და თემში გავრცელებას. გავაგრძელებთ სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციის მიმართვას პლასტმასის ბოთლების მიმღები პუნქტების დამატებასთან დაკავშირებით. ვგეგმავთ უფრო მაშტაბიან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.
პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში. კერძოდ, უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია პლასტმასის მავნებლობაზე და მის გადამუშავების გზებზე.
ადგილობრივი სიტუაციის გასაუმჯობესებლად პროექტში მიაზრება თანამშრომლობა ბიზნესთან, არასამთავრობო სექტორთან, თემთან.
პირდად, როგორც რუსთავის მკვიდრი, ვთვლი, რომ ამ პროექტით ბევრს ექნება სარგებელი და თან გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა ადგილობრივი და გარემოსდაცვითი პრობლემების გაუმჯობესებაში.
მხარს ვუჭერ პროექტის დაფინანსებას.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
საინტერესო ახალგაზრდული პროექტი აქტუალურ თემაზე. მიუხედავად იმისა რომ პარტნიორი აძლევს უმაღლეს შეფასებას და წერს რომ პროექტი მოიაზრება ბიზნესთან თანამშრომლობას, პროექტის აღწერაში პარტნიორების ჩამონათვალში მხოლოდ სიქაა მითითებული. ბიუჯეტი კი მხოლოდ პრონტერის შეძენას ითვალისწინებს, რომელიც ფერადი ბროშურების დასაბეჭდად სჭირდებათ. სასურველია ბიუჯეტი ისე შეიცვალოს რომ ბროშურების გარდა . გაითვალისწიონონ პლასტმასის შეგროვების ურნის ასაწყობი მასალის ან თავად ურნის შეძენა.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 4, 2024 | 10:15 amადგილობრივი სიტუაციის გასაუმჯობესებლად პროექტში მიაზრება თანამშრომლობა ბიზნესთან, არასამთავრობო სექტორთან, თემთან.
პირდად, როგორც რუსთავის მკვიდრი, ვთვლი, რომ ამ პროექტით ბევრს ექნება სარგებელი და თან გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა ადგილობრივი და გარემოსდაცვითი პრობლემების გაუმჯობესებაში.
მხარს ვუჭერ პროექტის დაფინანსებას.
Tamar Pruidze
დეკემბერი 18, 2024 | 4:45 pmსაინტერესო ახალგაზრდული პროექტი აქტუალურ თემაზე. მიუხედავად იმისა რომ პარტნიორი აძლევს უმაღლეს შეფასებას და წერს რომ პროექტი მოიაზრება ბიზნესთან თანამშრომლობას, პროექტის აღწერაში პარტნიორების ჩამონათვალში მხოლოდ სიქაა მითითებული. ბიუჯეტი კი მხოლოდ პრონტერის შეძენას ითვალისწინებს, რომელიც ფერადი ბროშურების დასაბეჭდად სჭირდებათ. სასურველია ბიუჯეტი ისე შეიცვალოს რომ ბროშურების გარდა . გაითვალისწიონონ პლასტმასის შეგროვების ურნის ასაწყობი მასალის ან თავად ურნის შეძენა.