პროექტის მიზანია სკოლაში შეიქმნას ვიდეოლაბორატორია, რომელშიც მოსწავლეები გადაიღებენ ფილმებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავება განვითარებას. პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება 9.10. 11.12 კლასის მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და თემი. გაღრმავდება კავშირი მათ შორის ისეთი პრობლემების მიმართ როგორიცაა: დაბინძურებული გარემო, ტრეფიკინგი, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლოზმი. ეს ლაბორატორია გახდება საყრდენი სამოქალაქო კლუბის მუშაობისა. პროექტში მონაწილე ბავშვები სკოლაში და თემში ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა თემებზე და შემდეგ შექმნიან ფილმებს. რომლებიც წარმოაჩენენ ამ პრობლემებს და შემდგომში იმსჯელებენ პრობლემების მოგვარების გზებზე.
ასეთი საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.