სამოქალაქო განათლება,სამოქალაქო განათლების კლუბები ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას უწყობს ხელს, ჩვენმა კლუბმა ორი წლის განმავლობაში ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიაღწია ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით, თემის სასიკეთოდ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, სამოქალაქო განათლების კლუბის გასაძლიერებლად, სკოლაში გვინდა შევქმნათ სანერგე მეურნეობა, სადაც ქოთნის ყვავილებს, დეკორატიულ მცენარეებს მოვაშენებთ, მოვუვლით და გავამრავლებთ,მოვაწყობთ რაიონის ცენტრში გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხით კლუბს გაუჩნდება ის შესაძლებლობა, რომ ხშირად ვიაროთ მუნიციპალიტეტის, საკრებულოს და გამგეობის სხდომებზე, გადავიხადოთ ის თანხა რაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას სჭირდება, ვიაროთ ვიზიტებზე, ჩავატაროთ კვლევები, მოვიწვიოთ საინტერესო სტუმრები ჩვენს კლუბში. თავად ჩვენი სახსრებით შევიძინოთ ის რესურსები, რაც სხვადასხვა აქტივობისთვისაა საჭირო. ეს ჩვენს სკოლაში სამოქალაქო განათლების მდგრადობას, გაძლიერებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ეს მეურნეობა ჩვენი ხელებით აშენდება და განვითარდება, ჩვენი კლუბი არ შეწყვეტს მუშაობას ეს უნდა გავაგრძელოთ და თავად ჩვენი ხელებით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ყველაფერ ამას. ჩვენ ხელებს ბევრი რამის კეთება შეუძლიათ.