ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას, ასევე სამოქალაქო კლუბის გააქტიურებას, მათი წევრების ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.ერთობლივად დაგეგმავენ შემეცნებით და გასართბობ ღონისძიებებს,გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ მუშაობას, გამართავენ კონფერენციებს, დისკუსიებსა და დებატებს.ვფიქრობთ თვითმმართველობის განვითარება სკოლაში, ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ საკითხებთან, განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებას. სკოლის აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა კი უკვე ნიშნავს, რომ ვყალიბდებით აქტიურ მოქალაქედ,რაც ხელს შეუწყობს მოზარდების ჯანსაღ განვითარებას.პროექტის ფარგლებში დაიგეგმება და განღორციელდება "საქველმოქმედო აქცია", აქციაზე მიღებული თანხა კი გადაეცემა სოფელში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს.