პროექტის მიზანია სკოლს ბიბლიოთეკის მოწყობა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის კულტურის დანერგვა. ამისათვის ჩატარდება სკოლის ბიბლიოთეკის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები, განთავსდება ახალი ინვენტარი, გაიზრდება წიგნადი ფონდი. წიგნის კითხვის პოპულარობის მიზნით მოეწყობა წიგნის კითხვის კვირეული, ჩატარდება ნახატებისა და ესეების კონკურსი, მოეწყობა აქცია სოფელში- „წიგნი -ბიბლიოთეკას“, მოხდება თემსა და სკოლაში მაკულატურის შეგროვება და შემდეგ წიგნებზე გადაცვლა, გაიმართება ინტელექტუალური თამაშები: მოეწყობა საინტერესო სტუმრებთან შეხვედრა;