1. პროექტის მიზანი :
პროექტის მიზანია მოსწავლეთა წიგნით დაინტერესება და წიგნის კითხვის კულტურის დონის ამაღლება , მოხდება სკოლის ბიბლიოთეკის განახლება ახალი მხატვრული, ისტორიული, შემეცნებითი და სხვა თემატიკის წიგნებით .
2. მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად სკოლას ექნება კეთილმოწყობილი, წიგნებით გამდიდრებული ბიბლიოთეკა. მოსწავლეთათვის კი ეს გახდება მოტივაცია მეტად იკონტაქტონ ბიბლიოთეკასთან. დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები ბიბლიოთეკაში, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ახალგაზრდებს წიგნთან