პროექტის მიზანია ხცისის თემის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია თემის ჩართულობითა და თანამონაწილეობით, რათა ეს უმშვენიერესი მხარეც მოექცეს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლის წყალს გამოუჩნდეს დაინტერესებული პირი და ჩააყენოს ეს ბუნების სასწაული ხალხის სამსახურში. გვჯერა ,რომ ჩვენი პროექტით ფართო მასები გაიცნობენ თრიალეთის ზეგანზე მტკვრის გაღმა მდებარე ამ პატარა ბუნებრივ სამოთხეს და დაიტერესდებიან.
1.მე-9 კლასის მოსწავლეები პროექტის მენეჯერთან ერთად შეხვდებიან ხცისის თემის ხელისუფლებას, გააცნობენ პროექტის არს და შინაარსს და სთხოვენ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერას.
2.მე-9 კლასის მოსწავლეები და პროექტის მენეჯერი ადგილობრივი მცხოვრების გურამ ბერიძის მეგზურობით მისივე კუთვნილი პიკაპით 5 დღის მანძილზე მოივლიან სამივე სოფლის : მიწობის, ხცისისა და კრისხევის ტერიტორიაზე მდებარე საიტერერესო და ტურისტული და დასასვენებელი თვალსაზრისით მნიშვნელოვან მიდამოებს გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეოსიუჟეტებს.
3. მე-9 კლასის მოსწავლე ვაჟები მოხალისე მე-10 კლასელ ვაჟებთან ერთად (სულ 4 მოსწავლე) გამოცდილი მონადირის ხცისის მკვიდრის ნუგზარ თუმანიშვილის მეგზურობით და მისივე კუთვნილი ცხენებით 5დღის მანძილზე მოივლიან მდინარე ხციულას პატარა და ულამაზეს ხეობას მდინარის სათავისკენ. მოინახულებენ და გადაიღებენ ფირზე პატარა მდინარის რვავე ჩანჩქერს.
4. მე-9 კლასის მოსწავლე ვაჟები მოხალისე მე-10 კლასელ ვაჟებთან ერთად (სულ 4 მოსწავლე) გამოცდილი მონადირის მიწობის მკვიდრის გივი ზერებცოვის მეგზურობით და მისივე კუთვნილი ცხენებით 4დღის მანძილზე მოივლიან მდინარე მიწობულას სათავეს. ასევე გოგირდოვანი ცხელი წყლის სათავესა და მის მიმდებარე ტერიტორიას და აღბეჭდავენ ფირზე.
5.მე-9 კლასის მოსწავლეები სოფლებში მოიძიებენ თემის ისტორიისა და ტრადიციების ამსახველ მასალებს ( ძირითადად გვერდწითლების ოჯახში).
6.მოსწავლეები და პროექტის მენეჯერი ეწვევიან წვიმოეთის ტყეში თავშეფარებულ მე-10 საუკუნეში ანანია ეპისკოპოსის ბრძანებით აგებულ იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერს და ყორანქედის მამათა მონასტერს (ორივე მონასტერი მოქმედია) და მონასტრების საძმოს ნებართვითა და დახმარებით გაკეთებენ ვიდეო ჩანაწერს და გადაიღებენ ფოტოებს.
7.მოსწავლეები და პროექტის მენეჯერი შეხვდებიან ხაშურის მუზეუმის დირექტორს ბატონ თამაზ ლაცაბიძეს, რომელიც კონსულტაციას გაუწევს მოსწავლეებს მუზეუმის საარქივო მასალებში საჭირო ინფორმაციების მოძიებაზე.
8.შეგროვილი მასალებითა და ფოტოებით პროექტის კომპიუტერული მომსახურეობის ორგანიზატორი ლელა ქვრივიშვილი დაამზადებს საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონს, შეათანხმებს პროექტის მენეჯერთან და მე-9 კლასის მოსწავლეებთან და ფერადი პრინტერის საშუალებით მოახდენს მის დაბეჭდვასა და გადამრავლებას.
9. პროექტის მენეჯერი და მე-9 კლასის ორი მოსწავლე ლ. ჭანგურიძე და გ. ციცქიშვილი მათ მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას მიუტანენ ხაშურში მცხოვრებ ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სპეციალისტს დავით ღოღობერიძეს, რომელიც გააკეთებს პატარა დოკუმენტურ ფილმს და 2-3 წუთიან სარეკლამო რგოლს.
10.საინფორმციო ბუკლეტებსა და დოკუმენტურ ფილმს პროექტის ორგანიზატორი ლელა ქვრივიშვილი წარუდგენს ტურისტულ სააგენტოს „მოიარე საქართველო“, იგი ასევე უზრუნველყოფს სარეკლამო რგოლის განთავსებას სატელევიზიო არხის „დრო“ ეთერში.