ანანო კემულარია - პროექტის ორგანიზატორი, მოსწავლე
ბარბარე მიქაძე - მოსწავლე მენეჯერი
ლიზი ლიპარტელიანი - პიარ მენეჯერი, მოსწავლე
პედაგოგი - ნანუცა შენგელია - ფასილიტატორი
პროექტის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერების დონე შშმ პირებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებით და დაამსხვრიოს სტერეოტიპები. ასევე გააძლიეროს საზოგადოების ჩართულობა განხორციელებულ აქტივობებში.
პროექტის განხორციელების პროცესში ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა ინტეგრირდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან, რის შედეგადაც ისინი აღმოაჩენენ საკუთარ თავში დიდ უნარებს, რაც მოტივაციას აუმაღლებთ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
პროექტის შედეგად, საზოგადოებაში გამოჩნდება ამ მხრივ შედარებით მაღალი ცნობიერების დონე, დამსხვრეული სტერეოტიპები და უფრო მეტი მოტივირებული შშმ პირი.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად განვახორციელებთ შემდეგ ქმედებებს ქმედებებს:
გრანტის ფარგლებში პროექტის მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება ფურშეტი(2), ბუკლეტების დასაბეჭდი თანხა, საკანცელარიო ნივთები და მაისურები პროექტში მონაწილეებისთვის.
პარა ოლიმპიელი და ფსიქოლოგი
მოსწავლეები და შშმ პირები
მოსწავლე - 150; შშმ პირი - 40
შესაძლო რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას, არის პანდემია.
პროექტის დასრულებისას საზოგადოებაში ამაღლდება ცნობიერება შშმ პირებთან დაკავშირებით. ასევე ახალი თაობა ამ თემაზე მეტად ინფორმირებული გახდება, ხოლო თავად შშმ პირების გარკვეულ ჯგუფს ექნება ფსიქოლოგიური დახმარება.
ჩვენი პროექტი ემსახურება შშმ პირების ინტეგრირებას საზოგადოებაში.
კომენტარის დამატება