Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    დაკარგული თავისუფლება თუ?...

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • რეპორტი
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    მოზარდების ინფორმირება თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. თვითმმართველობისა და მოხალისე მოზარდების გააქტიურება და ჩართულობა, პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
    აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების (თვითმმართველობაში გაერთიანებულია 12 მოსწავლე) და პროექტში მონაწილე პედაგოგების (ნ. ბოდოკია, მ. ჯიქიძე, ც. ქარსელაძე, ბ. ხეცურიანი) შეკრება და პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოხდება ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. მოხდება თითოეული ჯგუფის ფუნქციების დელეგირება.
    1 – საინფორმაციო ჯგუფი – ბ. ხეცურიანი
    2 – განათლების ჯგუფი – მ. ჯიქიძე
    3 – სამართლებრივი ჯგუფი – ნ. ბოდოკია
    4 – სოციალური ჯგუფი – ც. ქარსელაძე
    ეს ჯგუფები მიიღებენ პირველ კვირაში განსახორციელებელ დავალებებს გამოიყენებენ სასკოლო რესურსებს საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად (ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი ინტერნეტისთვის) აწარმოებენ სოციალურ გამოკითხვას, სტატისტიკურ კვლევას მოზარდთა შორის დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე.
    საინფორმაციო ჯგუფი რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ბ. ხეცურიანი იზრუნებს ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაზე. შექმნის ბლოგს და განათავსებს ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ასევე მოამზადებს ბუკლეტებს და ფლაერებს რომლებსაც გაავრცელებს საზოგადოებაში (საჭირო რესურსი ქსეროქსი, პროექტით მიღებული დაფინანსებით შეძენილი, კომპიუტერი, პრინტერი, ფურცელი სკოლის დაფინანსებით)
    განათლების ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს მ. ჯიქიძე დაგეგმავს ტრენინგებს მოზარდებში რომლებსაც ჩაატარებს მეოთხე კურსის სტუდენტი დადუნა აბურჯანია. თანასწორ განმანათლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგის შემდეგ თავად დაგეგმავენ და ჩაატარებენ ტრენინგებს. ტრენინგი ჩატარდება სკოლაში 3 დღის განმავლობაში 1 აუდიტორიაში (ხანგრძლივობა 45 წუთი) მოხდება კლასებად გადანაწილება დღეებზე. ჯგუფებში 35–40 მოზარდი. ტრენინგის შემდეგ გაავცელებენ მიღებულ ინფორმაციას თანატოლებში. განათლების ჯგუფი ასევე დაგეგმავს ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვას და თვითმმართველობასთან ერთად სკოლის სააქტო დარბაზში თეატრალურ ინსცენირებას.
    სამართლებრივი ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ნ. ბოდოკია მოამზადებს იმიტირებულ სასამართლო პროცესს მოცემულ თემაზე, რომელიც ჩატარდება სკოლის სააქტო დარბაზში, რის შემდეგაც მოეწყობა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვება სკოლის დირექცია და პედაგოგები, თვითმმართველობის წევრები, მშობლები. ასევე მოაწყობს საჯარო წაკითხვას და განხილვას "ბავშვთა უფლებების კონვენციისა"
    სოციალური ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ც. ქარსელაძე ჩაატარებს კვლევებს ჩამოაყალიბებს სტატისტიკას იმსჯელებს სოციუმზე, რომელშიც ყალიბდება მოზარდი. გამოკვეთს საზოგადოების როლს მოზარდის დამნაშავედ ფორმირებაში და იმსჯელებს საზოგადოების პასუხისმგებლობაზე და დანაშაულის პრევენციაზე დაგეგმავს ნახატების კონკურსს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 7–11 კლასის მოსწავლეები გამარჯვებულს სკოლის დირექცია გადასცემს სიგელს. ასევე მოხდება ფილმების ჩვენება და ბავშვების მიერ წინასწარ მომზადებული სლაიდების. პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის შეჯამებისა და შეფასების მიზნით მოხდება პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის PH-საქართველო, USAID, "Civil Kedec"-ის წარმომადგენლების მოწვევა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია და შექმნილი პროდუქტების, (ბლოგი, ფლაერი, ნახატები) წარდგენა პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ქვეჯგუფების მიერ.

    მდებარეობა რუკაზე
    • Kutaisi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Natia Bodokia
    • ქალაქი
      ქუთაისი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...