სოფელ სადმელის საჯარო სკოლის ეზოში, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გამოუყენებელი ადგილი 150კვ–მ.,რომლის დასუფთავების,შემოღობვის, მარადმწვანე ნარგავების და ყვავილნარის დარგვის,სკვერისათვის საჭირო სკამების და სანაგვე ურნების დადგმის შემთხვევაში სკოლას ექნება დასასვენებელი გარემო, სადაც მოსწავლეები,პედაგოგები,მშობლები, თემში მაცხოვრებლები შეძლებენ კომფორტულ გარემოში დაისვენონ, გაერთონ,იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
პროექტის მიზანია: სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების,მათი მშობლების,პედაგოგების და სოფელ სადმელის თემის ახალგაზრდების დაახლოება, თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სასიამოვნო გარემოში დროის საინტერესოდ და ეფექტურად გამოყენება.
მოსალოდნელი თვისობრივი და რაოდენობრივი შედეგები: პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს, მშობლებს,პედაგოგებს და თემის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის დონე ამაღლდება, გაუუმჯობესდებათ აქტიური მოქალაქის უნარ–ჩვევები, პარტნიორობის უნარ–ჩვევები. დამკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პროექტში ჩართული მონაწილეების (მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები)რაოდენობა მიაღწევს 100.