სკოლაში არსებული თვითმმართბელობა, გვინდა იყოს უფრო მეტად აქტუირი და იზრუნოს არა მარტო გასართობი ღონისძიებების დაგეგმვაზე, არამედ მაქსიმალურად ჩაერთონ მოსწავლეები სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებსა თუ აქტივობებში.პროექტის ფარგლებში გავაკეთებთ "სურვილების ყუთს", თემაზე "როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლის თვითმმართველობა", " რა სახის ღონისძიებებს დავგეგმავდი და განვახორციელებდი",სადაც ანონიმური ბარათები მოთავსდება, ყუთის გახსნის შემდეგ მოხდება სურვილების განხილვა. მოეწყობა ღია შეხვედრა სკოლის მოსწავლეებსა,სკოლის ადმინისტრაციასა და სკოლის თვითმმართველობასთან,განიხილება სკოლაში არსებული პრობლემები. ჩატარედება კონფერენცია და"მხიარული სტარტები",დამზადდება ბუკლეტი. ვფიქრობთ სკოლის თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს არა მარტო გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელებაზე, არამედ ყოველთვიურად ატარებდეს შეხვედრა- დებატებებს სკოლაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. შეკრიბოს ინფორმაცია სკოლაში არსებულ სიახლეებზე და კედლის გაზეთის საშუალებით გააცნოს მოსწავლეებს. თვითმმართველობის თანამშრომლობა მოსწავლეებთან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში,სხვა მხრივ კი მოსწავლეები მიიღებენ უკეთეს ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებას, სამოქალაქო კლუბის და სკოლის თვითმმართველობის ერთობლივად ღონისძიებების განახორციელებას.