პროექტის "ერთად დავძლიოთ სტიგმა" მიზანია სკოლის სოციალრად დაუცველი მოსწავლეების ფსიქოლოგიური და კულტურული რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა,შემოქმედებითი და სხვა უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შესწავლა-წახალისება, მათში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია და მათი ოჯახის წევრებისათვის/მეურვეებისათვის მოზარდებთან ურთიერთობის დარეგულირებისა და ოჯახში ჰარმონიული დამოკიდებულებების შექმნის მიზნით, ტრენინგების ჩატარება.
პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი სკოლის 50 სოციალურად დაუცველი მოსწავლეთა ჯგუფებისათვის მოაწყობს სპეციალურ შეხვედრებსა და საუბრებს, შექმნის თითეული მოსწავლის ინდივიდუალურ პორტრეტს, New people generation-ის წარმომადგენლები კი მოსწავლეთათვის ჩაატარებენ ტრენინგს თემაზე:"პროაქტიულობა და მიზნის დასახვა"
ამის შემდგომ მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და მიდრეკილებების მიხედვით გადავანაწილებთ შემოქმედებით ატელიეებში:
- სახვითი და გამომსახველობითი ხელოვნების ატელიე;
- მხატვრული კითხვისა და ლიტერატურის ატელიე;
- ჭადრაკის კლუბ/ატელიე.
ატელიების მუშაობას წარმართავენ შ.პ.ს. "ახალი ქართული გიმნაზიის მასწავლებლები, რომლებიც თანადაფინანსები პრინციპით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებთან.
ატელიეებში მოსწავლეებს ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ, შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ჭადრაკს, მხატვრულ კითხვას, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ ერთმანეთს, გაერთონ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები, ნიჭი, ინტელექტი, გახდნენ თავდაჯერებულები, მოტივირებულები და წახალისდნენ.
ატელიეების მუშაობის პარალელურად მოსწავლეთა მშობლებისათვის/მეურვეებისათვის კავშირი "მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის" წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგ-შეხვედრებს თემაზე:
* ბავშვის განვითარებისა და აღზრდის თავისებურებების შესახებ;
* ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობების როლი ჯანსაღი თაობის ფორმირებაში.
ფართს ტრენინგებისა და ატელიეების ჩასატარებლად ასევე თანადაფინანსების პრინციპით დაგვითმობს შ.პ.ს. "ახალი ქართული გიმნაზიის" ადმინისრაცია.
პროექტის ბოლო ეტაპზე მოეწყობა საჯარო ღონისძიება, სადაც სოციალუარად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ატელიეებში წარმართული მუშაობის შედეგები აჩვენონ სასკოლო საზოგადოებას.
გაიმართება:
1. ნახატების სასკოლო გამოფენა;
2. ლიტერატურული საღამო;
3. საჭადრაკო ტურნირი.
პროექტის დასასრულს, სკოლაში მოეწყობა პროექტის დღე, კერძოდ, პროექტის "ერთად დავძლიოთ სტიგმა" საჯარო სასკოლო პრეზენტაცია და პროექტის ფოტოგამოფენა, სადაც მოწვეულნი იქნებიან პროექტში ჩართული ყველა მონაწილე მხარეები, სკოლის პედაგოგები. აღნიშნულ პროექტში საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთვება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს შემოქმედებითი ატელიების მუშაობაზე და ორგანიზებას გაუწევს პროექტის დასკვნით ღონისძიების მომზადებას: "პროექტის დღეს სკოლაში";
შევეცდებით აღნიშნულ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ მედია საშუალებები, თუკი აღნიშნული საკითხით მოხერხდა მათი დაინტერესება.