პროექტის მიზანია დავეხმაროთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევის გამომუშავებაში, რათა ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდნენ. საჭიროა მოწყობილ იქნეს რესურს ოთახი სადაც ყოველდღიურად საჭიროებიდან გამომდინარე ბავშვებს დაეხმარებიან პედაგოგები. მოეწყობა კონცერტი და ნამუშევრების გამოფენა ინკლუზიური ბავშვების მონაწილეობით. მოხდება ქუთაისის თოჯინების თეატრში დასწრება.მშობლებთან ერთად მოხდება ლაშქრობის მოწყობა ქალაქგარეთ(სკანდის ციხეზე) პროექტის მიმდინარეობა გაშუქდება ადგილობრივ გაზეთ ,,თერჯოლაში“