პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნინი გოლოშვილი, სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-10-17
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი აღდგომლიანთკარი
მობილური ტელეფონი
555 432 225
ელექტრონული ფოსტა
ninigoloshvili5@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები.
სკოლის თვითმმართელობის წარმომადგენლები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მშობლები
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
თემში მცხოვრები საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დეზინფორმაციის და დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
მიზნის მისაღწევად ჩავატარებთ კვლევას თემის მასშტაბით, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ინფორმირების მიზნით შეხვედრას ჩაატარებენ სასკოლო თემში, მშობლებთან, სკოლის კურსდამთავრებულებთან, ვიზიტით ვეწვევით ჯეოლაბს, სამოქალაქო განათლების კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წევრები შევხვდებით ჯეოლაბის წარმომადგენელს, მოვიწვევთ კომპეტენტურ სტუმარს, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნით ანიმაციას დეზინფორმაციის შესახებ, გავავრცელებთ სოციალურ ქსელში საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. დავამზადებთ ფლაერებსა და ბუკლეტებს, რომელსაც მშობლების დახმარებით გავავრცელებთ თემში, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოვიწვევთ მშობლებს, სასკოლო და თემში მცხოვრები საზოგადოების წევრებს, ჩავატარებთ ესეების კონკურსს ,, ტყუილის ბუმერანგი“
აღნიშნულ აქტივობებს განახორციელებს სამოქალაქო განათლების კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ფასილიტაციას გაუწევენ მოსწავლეებს.
თემში მცხოვრები საზოგადოება შეძლებს მიიღოს ინფორმაცია დეზინფორმაციის შესახებ და გააცნობიეროს დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეები, ხელს შევუწყობთ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, ინფორმაციის გადამოწმების კულტურის ჩამოყალიბებას.
მოსალოდნელი შედეგები
თემში მცხოვრები საზოგადოება შეძლებს მიიღოს ინფორმაცია დეზინფორმაციის შესახებ და გააცნობიეროს დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეები, ხელს შევუწყობთ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, ინფორმაციის გადამოწმების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც თითოეულ ადამიანს დაეხმარება უკეთ გააანალიზოს ინფორმაცია, შეძლოს ამოიცნოს სიყალბე სინამდვილისგან და არ გახდეს დეზინფორმაციის გავლენის მსხვერპლი.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
დეზინფორმაცია ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ასპექტზე, დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია, როგორც კონკრეტული ჯგუფების ან პირების შეცდომაში შეყვენა, ასევე საზოგადოებაში გაურკვევლობისა და დაძაბულობის გაღრმავება. დეზინფორმაცია ეხება ისეთ თემებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სენსიტიურია, არასწორი ამბების გავრცელება იწვევს, ხალხის პროტესტს, არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას, კონფლიქტებს, დამოკიდებულებების შეცვლას. დეზინფორმაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანურ ურთიერთობებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, გამოიწვია ბულინგი, მუქარა, სუიციდი, შანტაჟი და მანიპულაცია, აქედან გამომდინარე დეზინფორმაცია არ არის ციფრული სივრცის ზედაპირული პრობლემა-ის რეალურ ცხოვრებაზე და ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პირდაპირ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არა მხოლოდ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, არამედ შეძლოს მისი გააზრება, გადამოწმება და კრიტიკული შეფასება, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ არჩევანი, ეს ვალდებულებაა, რადგან შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას უჭირს განვითარება, პროგრესირება და ჩვენი მოქალაქეობრივი როლი მოითხოვს, ვიფიქროთ გავაანალიზოთ, გადავამოწმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაცია.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. მიზნის მისაღწევად ჩავატარებთ კვლევას თემის მასშტაბით, კვლევის საფუძველზე განვსაზღვრავთ რა იციან თემში მცხოვრები საზოგადოების წევრებმა დეზინფორმაციის შესახებ და გამხდარან თუ არა დეზინფორმაციის მსხვერპლნი.
2. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ინფორმირების მიზნით შეხვედრას ჩაატარებენ სასკოლო თემში, მშობლებთან, სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებთან თემაზე ,,რა არის დეზინფორმაცია, ტროლები და ბოტები“.
3. ვიზიტით ვეწვევით ჯეოლაბს, სამოქალაქო განათლების კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წევრები შევხვდებით ჯეოლაბის წარმომადგენელს, შეხვედრის თემაა ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება (ტროლები, ბოტები).
4. მოვიწვევთ კომპეტენტურ სტუმარს, შეხვედრის თემაა დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე.
5. ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნით ანიმაციას დეზინფორმაციის შესახებ, გავავრცელებთ სოციალურ ქსელში საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
6. დავამზადებთ ფლაერებსა და ბუკლეტებს, რომელსაც მშობლების დახმარებით გავავრცელებთ თემში.
7. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოვიწვევთ მშობლებს, სასკოლო და თემში მცხოვრები საზოგადოების წევრებს, ჩავატარებთ ესეების კონკურსს ,, ტყუილის ბუმერანგი“
აღნიშნულ აქტივობებს განახორციელებს სამოქალაქო განათლების კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ფასილიტაციას გაუწევენ მოსწავლეებს.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ფერადი პრინტერი, ფლაერებისა და ბუკლეტების დასამზადებლად, რომელსაც გავავრცელებთ თემში.
ტრანსპორტირება ჯეოლაბში.
მოწვეული სტუმრის ჰონორარი.
საკანცელარიო ნივთები.
პროექტის პარტნიორები
სკოლის ადმინისტრაცია გამოგვიყოფს ფართს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.
ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბი, შეხვედრა თემაზე: ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება.
მოწვეული სტუმარი, დეზინფორმაციის გავლენა საზოგადოებაზე.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები
სკოლის თვითმმართველობის წევრები
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
მოსწავლეები
მშობლები
მასწავლებლები
საერთო რაოდენობა: 209
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები-19
სკოლის თვითმმართველობის წევრები-13
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები-2
მოსწავლეები-150
მშობლები-20
მასწავლებლები-5
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ვფიქრობთ პროექტს წარმატებით განვახორციელებთ, თუმცა შესაძლოა იყოს რისკები, მაგ: ტრანსპორტირებასთან, ჯეოლაბში ვიზიტთან და მოწვეულ სტუმართან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ წინასწარ გვექნება განსაზღვრული ალტერნატიული შესაძლებლობები.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაზეც ჩვენ პროექტის განხორციელების პროცესში ვიზრუნებთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ანიმაციას ხშირად გავაზიარებთ სოციალურ ქსელში, რაც მოგვცემს საშუალებას ადამიანები დავაფიქროთ დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და ინფორმაციას გავუზიარებთ სასკოლო და თემში მცხოვრებ საზოგადოების წევრებს, მეზობელი სკოლების სასკოლო საზოგადოებას, რომელსაც ექნება მრავალჯერადი ხასიათი, გვექნება შეხვედრები, პრეზენტაციები, გავმართავთ დისკუსიებს, ხშირად მოეწყობა ესეების და პოსტერების კონკურსი, ვფიქრობთ ჩვენი სამომავლო გეგმები ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.
თემში მცხოვრები საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დეზინფორმაციის და დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
თემში მცხოვრები საზოგადოება შეძლებს მიიღოს ინფორმაცია დეზინფორმაციის შესახებ და გააცნობიეროს დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეები, ხელს შევუწყობთ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, ინფორმაციის გადამოწმების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც თითოეულ ადამიანს დაეხმარება უკეთ გააანალიზოს ინფორმაცია, შეძლოს ამოიცნოს სიყალბე სინამდვილისგან და არ გახდეს დეზინფორმაციის გავლენის მსხვერპლი.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 6, 2024 | 4:17 pmრეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას.