პროექტის ძირითადი მიზანია ხელოვნება დაუპირისპიროს ძალადობას.მხარი დაუჭიროს ანტიძალადობრივ პროპაგანდას მოსწავლეებს,მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის.შემოქმედებითი კუთხით მიუდგეს პრობლემას, გააშუქოს ის სრულიად განსხვავებული გზით - მოსწავლეების ფოტოგრაფიული ნამუშევრების გამოყენებით.გარდა ძალადობის პრევენციისა, პროექტი ასევე მიზნად ისახავს ბენეფიციარებში გამოიწვიოს ინტერესი ფოტოგრაფიისადმი,აჩვენოს მათ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური მეთოდი და გააღვივოს შემოქმედებითობა.შედეგად მოსწავლეებში გაჩნდება ბუნებრივი პროტესტის გრძნობა ძალადობისა და უფლებების შელახვის წინააღმდეგ.პროექტი უზრუნველყოფს მომავალ თაობაში ჯანსაღი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას. ამასთანავე ხელოვნებით, კერძოდ ფოტოგრაფიით დაინტერესებას და ერთგვარ ალტერნატიულ პროფესიასაც სთავაზობს მათ.პროექტის განსახორციელებელ ვადებში ჩატარდება პრეზენტაციები ბულინგისა და ოჯახური ძალადობის შესახებ(პრეზენტატორები:მარაიმ ლეშკაშელი,მარიამ რობაქიძე) ამავე თემებს განიხილავენ : იურისტი(ზვიად გოგუაძე) და ფსიქოლოგი(ნინო გიგიტაშვილი).ხოლო ნათია რობაქიძე, გიორგი გუგბერიძე, მარიამ ტეფნაძე, ლიზა ბარბაქაძე გადაიღებენ ფოტოებს აღნიშნულ თემაზე.მათ ჩაუტარდებათ მასტერკლასი ფოტოგრაფის(თიკო მახათაძე) მიერ, ხოლო ბლოგერები (მარაიმ ლომიძე, გიორგი მანჩაკოვი) ამ ყველაფერს გააშუქებენ თავიანთ შექმნილ ბლოგზე. ჟურნალისტი გიორგი ჩუბინიძე კი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ყველა ღონისძიებას პროპაგანდას გაუწევს.