პროექტის "გადავარჩინოთ ერის სიწმინდე" ჯგუფის მონაწილე ბავშვები შევხვდით ახმეტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული უბნის,-ჟალურის მოსახლეობას,სადაც გამოკითხვების შედეგად დადგინდა რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თემში არსებული "კვირიკის" ეკლესია იყო,რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ არის მოქმედი. ვინაიდან უბანი დიდია და მოქმედი ეკლესია არის რამდენიმე კილომეტრით დაშორებული, მოსახლეობამ გამოთქვა დიდი სურვილი რომ ეკლესიას გაუკეთდეს გალავანი და პატარა სათავსო,რათა შესაძლებელი გახდეს ხალხი დაუბრუნდეს რელიგიურ ცხოვრებას და ჩატარდეს წირვა-ლოცვები.