ვანის N2 საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლე და კლუბის ხელმძღვანელი:
ნინია ბერიშვილი.
მოვალეობები:
1)კლუბის საერთო ორგანიზება და მართვა
2) შეხვედრებისა და აქტივობების დაგეგმვა
3)კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან.
4)კომიტეტების მართვა და თემების განსაზღვრა.
5)დელეგაციების განაწილება შესაბამის კომიტეტში.
ვანის N2 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლე და საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარე:
ნინი ვაშაყმაძე.
მოვალეობები:
მარკეტინგი
1)კლუბის ბრენდინგი და იმიჯი
2)წევრების მოზიდვა
3)ღონისძიებების პოპულაცია
4)პარტნიორული ურთიერთობები
ვანი N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქოს მასწავლებელი
ირმა შაპოვალოვი.
მოვალეობები:
1) საერთაშორისო საკითხებზე ექსპერტული რჩევების მიწოდება
2)პროექტის სამეცნიერო და გეოპოლიტიკური სტატუსის შემოწმება
ვანის N2 საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები და მათი მოვალეობები:
ელენე კორძაძე: ციფრული დიზაინერი
მარიამ ბარამაძე: მობილიზატორი
ნინო აბრამიძე: მენეჯმენტი
თამარ ტაბატაძე: კოორდინატორი
კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გლობალური ცნობიერების ამაღლება, ლიდერული და დიპლომატიური უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა და საერთასორისო საკითხებზე ინფორმირებულობის გაღრმავება. კლუბი შექმნის სივრცეს, სადაც წევრები შეისწავლიან რეალურ საერთაშორისო პრობლემებს და შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებს გაეროს მუშაობის მოდელის მეშვეობით.
მოსალოდნელი შედეგები:
მოკლევადიანი
1. კლუბის წევრები გაეცნობიან საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებს, გაეროს მუშაობის პრინციპებს და გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები და ადამიანის უფლებები.
2. პერსონალური უნარების განვითარება
წევრები გაიუმჯობესებენ საჯარო გამოსვლის, არგუმენტაციის, პოზიციის ფურცლების დაწერისა და დებატებში მონაწილეობის უნარებს.
3. კლუბი მოაწყობს სიმულაციურ შეხვედრებს, მინი-კონფერენციებს და თემატურ დისკუსიებს, რაც წევრებს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოსცადონ თავიანთი ცოდნა.
4. თვითდაჯერებულობის ზრდა:
კლუბში მიღებული გამოცდილება დაეხმარება წევრებს საკუთარი აზრების ჩამოყალიბებასა და გუნდურ მუშაობაში.
გრძელვადიანი შედეგები:
1. ახალგაზრდა ლიდერების აღზრდა:
კლუბი შექმნის თაობას, რომელსაც ექნება უნარი, მართოს კრიტიკული აზროვნება, მოლაპარაკების უნარები და დიპლომატიური მიდგომები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2. წევრები შეიძენენ უნარს, აიღონ აქტიური როლი საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც მათ პირად ცხოვრებაზე, ასევე საზოგადოებაზე.
3. საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა:
კლუბის წევრები თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს, წაახალისებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში და ხელს შეუწყობენ საზოგადოების ჩართულობას გლობალური საკითხების გადაწყვეტაში.
კლუბი მოკლევადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს მონაწილეთა განათლებას და უნარების განვითარებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის აქტიურ, პასუხისმგებლიან და გლობალურად ორიენტირებულ ახალგაზრდებს.
1)დაბალი მოტივაცია და ჩართულობა
2)დროის მენეჯმენტი
3)მშობლის ან სკოლის მხარდაჭერის ნაკლებობა
4)გაუთვალისწინებელი ხარჯები
1. სასწავლო შეხვედრები და სემინარები:
• გაეროს სტრუქტურის, მუშაობის პრინციპებისა და გლობალური საკითხების შესწავლა.
• ტრენინგები დებატებში, საჯარო გამოსვლებში და დოკუმენტების (პოზიციის ფურცელი, რეზოლუცია) მომზადებაში.
2. სიმულაციური სესიები:
• გაეროს კომიტეტების მუშაობის მოდელირება რეალურ სცენარებზე დაყრდნობით.
• წევრები იმუშავებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებად, განიხილავენ გლობალურ პრობლემებს და შეიმუშავებენ გადაწყვეტილებებს.
3. დებატებისა და დისკუსიების ორგანიზება:
• კლუბის შიდა დებატები საერთაშორისო პოლიტიკურ თემებზე. • თემატური დისკუსიები, სადაც კლუბის წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა შეხედულებებს.
4. მინი-კონფერენციები:
• კლუბის შიდა ან რეგიონული კონფერენციების გამართვა, სადაც წევრები წარმოადგენენ პოზიციებს და იმუშავებენ რეზოლუციებზე.
• კონფერენციაში სხვა სკოლის კლუბების ან ორგანიზაციების ჩართვა.
5. საჯარო გამოსვლების ვარჯიშები:
• წევრები მოამზადებენ და წარადგენენ გახსნით სიტყვებს, განიხილავენ დოკუმენტებს და იმუშავებენ არგუმენტაციაზე.
ღონისძიებების საშუალებით კლუბი შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას, წევრების უნარების განვითარებას და მათი ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო საკითხებზე.
1) სარეკლამო მასალები
2) ტრენინგები (პროფესიონალი ტრენერების მოწვევა)
3) პრინტერული მასალები
4) ტექნიკა
5) ღონისძიებების გასამართად საჭირო მასალები
6) სერთიფიკატები და საჩუქრები
კლუბის შექმნის ეტაპზე პარტნიორები ჯერ არ გვყავს, თუმცა სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩამოვაყალიბებთ მჭიდრო ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან , რომლებიც ახალგაზრდების განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ამ ეტაპზე პარტნიორები არ გვყავს, ჩვენ ვმუშაობთ მათი მოძიებისა და აქტიური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, რათა გავხადოთ კლუბი უფრო ეფექტური და მდგრადი.
პირდაპირი ბენეფიციარები კლუბის წევრები (მოსწავლეები):
ელენე კორძაძე, მარიამ ცხვარაძე, ნინი აბრამიძე, თამარ შალამბერიძე, თამუნა ტაბატაძე, ნინი ვაშაყმაძე, ფიქრია კახაძე, თირნიკე ცხვარაძე, ავთო კორძაძე, ნინია ბერიშვილი...
14-18 წლის ახალგაზრდები, რომლებიც კლუბში მონაწილეობენ და იძენენ დიპლომატიური, ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი აქტივიზმი.
მასწავლებელი:
ირმა შაპოვალოვი
ისინი იღებენ გამოცდილებას საგანმანათლებლო კლუბების მართვაში და სწავლობენ ინტერაქტიული მეთოდებით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.კლუბი ხელს უწყობს სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებას, ინკლუზიურობის გაძლიერებას და მოსწავლეთა შორის პასუხისმგებლობის გაზრდას.
მშობლები:
ნათია მაღლაკელიძე, სოფო ლომსიანიძე, თამუნა გურგენიძე
მათ შვილები იღებენ სასარგებლო ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რაც მათ მომავალ კარიერაში დაეხმარება.
პედაგოგები-1
მოსწავლეები-40
მშობლები-3
პრობლემა:
დაბალი მოტივაცია და ჩართულობა
გამოსავალი:
მოვაგვარებთ მეგობრული გარემოს შექმნით, პრიზები მოსწავლეებისთვის, პრაქტიკული გამოცდილებით.
პრობლემა:
დროის მენეჯმენტი
გამოსავალი:
მოვაგვარებთ გრაფიკის მოქნილობით და როლების გადანაწილებით.
პრობლემა:
მშობლის ან სკოლის მხარდაჭერის ნაკლებობა
გამოსავალი
მოვაგვარებთ დემონსტრირებით:ვაჩვენებთ როგორ ავითარებს კლუბი სასწავლო უნარებს, ლიდერობას და გუნდურიბას და რეპორტით:პერიოდულად შევადგენთ მოხსენებას კლუბის მიღწევებზე და გავუზიარებთ მშობლებს.
პრობლემა:
გაუთვალისწინებელი ხარჯები
გამოსავალი:
მოვაგვარებთ სარეზერვო თანხით, ეკონომიის გზებით.
გაეროს მოდელირების კლუბი შექმნის გრძელვადიან სისტემას, რომელიც დაფინანსების დასრულების შემდეგაც უზრუნველჰყოფს მისი მიზნების განხორციელებას და განვითარებას.
კლუბი გაგრძელდება სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მენტორის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.
სკოლის წლიურ გეგმაში კლუბი ჩამოყალიბდება როგორც სტაბილური და რეგულარული აქტივობა.
კლუბი ყოველწლიურად მოაწყობს საინფორმაციო შეხვედრებს ახალი წევრების დასამატებლად, რაც განაახლებს და გააძლიერებს კლუბის საქმიანობას.
მოიძებნება პარტნიორები და სპონსორები, მაგალითად, ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით.
კლუბი შექმნის ონლაინ სწავლების მასალებს, როგორიცაა სიმულაციური შეხვედრების ჩანაწერები, პრეზენტაციები და სახელმძღვანელოები, რომლებიც წაადგება როგორც არსებულ, ასევე მომავალ წევრებს
დაფინანსების დასრულების შემდეგ კლუბი გააგრძელებს ფუნქციონირებას ორგანიზებული მხარდაჭერის, ახალი წევრების მოზიდვის, პარტნიორული ურთიერთობების და მდგრადი შიდა სტრუქტურის მეშვეობით.
გაეროს მოდელირების კლუბი არის გათვლილი ისეთ მოსწავლეებზე რომლებიც არიან დაინტერსებული გლობალური საკითხების გადაჭრაში. კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სიმულაციურ კონფერენციებში, შეიმუშავებენ პოზიციის ფურცლებს, რეზოლუციებს და პრაქტიკულად განახორციელებენ გაეროს პროცესებს. გაეროს მოდელირების კლუბი შექმნის პლატფორმას, სადაც ახალგაზრდები შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს და მონაწილეობას მიიღებენ ლიდერულ და გლობალურ პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების გზას.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 1:57 pmმიუხედავად იმისა რომ აღნიშნულმა მოსწავლემ ვერ მოახერხა პროექტის ბიუჯეტის სწორად ატვირთვა, პროექტი მაინც საინტერესოა, დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით.
გარდა ამისა აქამდე ვანიდან ჯერ მცირე გრანტებში მონაწილეობა არავის მიუღია