პროეტის მიზანია შშმ პირების უნარ– ჩვევების განვითარება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი პროექტის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე მოაწყობს "ერთდღიან ბანაკებს", ანუ შშმ პირებისთვის და მათი მშობლებისთვის განკუთვნილ აქტივობებით დატვირთულ დღეს. ასეთი დღეები სისტემატურად ჩატარდება და შშმ პირებს შესთავაზებს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. ჩატარდება სახალისო მასტერ-კლასები, ჩაუტარდებათ სამხატვრო-სარელაქსაციო სესიები და პროფესიული განვითარების მასტერ კლასები. პროექტის შედეგად გვსურს მივაღწიოთ შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში , შშმ პირებთან წარმატებული კომუნიკაციის დამაყრება და მათი შემოქმედებითი და პროფესიული უნარ – ჩვევების განვითარება. პროექტის ბენფიციარი შშმ პირები და მათი მშობლები შეძლებენ მათი პროფესიული უნარების რეალიზებას. შედეგად შეიქმნება სოციალური საწარმო, სადაც მონაწილეები სრულად გამოიყენებენ პროექტის ფარგლებში მიღებულ უნარ – ჩევევბს და გაუმჯობესდება მათი სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა.