ვინაიდან ქ.ბორჯომი არის ერთ-ერთი საკურორტო ზონა, ჩამოსული ტურისტებისათვის უნდა იყოს საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ქალაქის სასიამოვნო იერსახით და სისუფთავით.ჩამოსულმა სტუმრებმა კურორტი დაათვალიერონ და დაისვენონ ისეთ გარემოში,რასაც ჰქვია ეკო-ტურიზმი. ჩვენი სურვილია - სტუმრები იმ პერიოდს, რომელსაც გაატარებენ ჩვენს საკურორტო ზონაში მაქსიმალურად სასიამოვნო,ნაყოფიერი და ჯანსაღი აღმოჩნდეს მათთვის.(ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საკურორტო ზონის პოპულარიზაციასა და განვითარებას).
ქ.ბორჯომში არსებული ისტორიული ძეგლისა და მისი შემოგარენის
დასუფთავება, ახალგზრდებისათვის ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხის მგებლობის, ზრუნვისა და დაცვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კლუბის ჩამოყალიბებით.