პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი - პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც, პერიოდულად მონიტორინგს უწევს სამუშაო პროცესს, ეხმარება მოსწავლეს ტრენერის მოწვევასა და წარმოებული პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებულ საქმეებში.
პროექტის ხელმძღვანელი მოსწავლე - პასუხისმგებელია პროექტის ზოგად მართვაზე, მოსწავლეებთან კომუნიკაციაზე, რესურსების მართვაზე და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაზე.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეწარმეობრივი ხედვის, საქმიანობის, მეწარმეობრივი და ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი პრაქტიკაში გამოყენების გზით.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები, კვირაში ორჯერ, სკოლაში შეიკრიბებიან, დაგეგმავენ და საკუთარი ხელით შექმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს. საერთო ხელსაქმით დაინტერესებული მოსწავლეები ერთად იმუშავებენ. მაგალითად, ბისერებით მომუშავე მოსწავლეები ერთად იმუშავებენ, მქსოველთა ჯგუფი ერთად, თექაზე მომუშავე ჯგუფი ერთად და ა. შ.
პროექტში ჩაერთვებიან ის მშობლები, რომელნიც ფლობენ სხვადასხვა ხელსაქმეს. ისინი სკოლაში მოსწავლეებს დაეხმარებიან ხელსაქმის სწალასა და შექმნაში.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანონ საკუთარი ხელით შექმნილი ნაწარმი და მოახდინონ რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე ონლაინ. თემს მიეცემა საშუალება შეიძინოს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტი.
პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, კრეატიული იდეების ფორმირებას და მათ ინტერესის სფეროდ ქცევას. ასევე, მოსწავლეებში განავითარებს პროექტის დაგეგმვის და მართვის უნარებს. პროექტი დაეხმარება სასკოლო სივრცეში მეწარმეობრივი საქმიანობის კულტურის დანერგვას და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას. მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითრებას, თავდაჯერებულობის, თვითშეფასების და პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას.
მოსწავლეები შეისწავლიან ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესს და შექმნიან საკუთარ ბიზნეს გეგმას. შეისწავლიან მარკეტინგის საფუძვლებს და განახორციელებენ მარკეტინგულ კამპანიებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მოსწავლეები შექმნიან და გაყიდიან ხელნაკეთ პროდუქტებს, რაც მათ დაეხმარება გაყიდვებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.
თანამედროვე სამყაროში, მეწარმეობის განვითარებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. უმჯობესდება ძველი და იქმნება ახალი, ინოვაციური პროდუქტები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამიტომ, მეწარმეობის განვითარება და მეწარმეთა მხარდაჭერა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
მეწარმეობა, ეს არის უნარი, საინტერესო იდეები აქციო საქმედ, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც მეწარმეს, ასევე თემს. სამეწარმეო საქმიანობა, აერთიანებს შემოქმედებითობის, ინოვაციურობის, დაგეგმვის, განხორციელების და სხვა უნარებს, რაც ხელს უწყობს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. მეწარმეობითი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების და რეალიზებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეობითი უნარ-ჩვევების განვითარება და ხელშეწყობა აღიარებულია გლობალურ დონეზე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენს სკოლაში სათანადოდ ვერ ხერხდება ამ უნარ-ჩვევების განვითარება. მოსწავლეებს არ აეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი უნარების გამოვლინების და რეალიზების. სკოლა ვერ უზრუნველყოფს სათანადო დონეზე მეწარმეობითი ცოდნის გადაცემას. ნაკლებად ხდება მოსწავლეთა იდეების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება. სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებს მოცემული პროექტის განხორციელება და მოსწავლეები შეძლებენ, საკუთარი იდეების რეალურად განხორხიელებას, ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლებიც მათ ინტერესებს და ჰობს ასახავს.
სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მოსწავლეებს აქვთ სურვილი, სკოლაში არსებობდეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეწარმეობითი კლუბი.
თავდაპირველად, მოხდება მოსწავლეებში იდეების გენერირების მიზნით კვლევის წარმოება. კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ მე-5-მე-11 კლასის მოსწავლეები. შემდეგ ეტაპზე მოხდება მოსწავლეთა ინფორმირება მეწარმეობითი საქმიანობის შესახებ, რისთვისაც ჩატარდება ტრენინგები, ასევე მოსწავლეები გაეცნობიან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ აქტივობებს განახორციელებს მე-11 კლასის 3 მოსწავლე.
სამეწარმეო საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით სკოლაში მოწვეული იქნება ადგილობრივი მეწარმე/მეწარმე მშობელი, რომელიც მოსწავლეებს გააცნობს საკუთარ გამოცდილებებს. სკოლაში მეწარმის მოწვევას უზრუნველყოფს მე-11 კლასის 2 მოსწავლე.
სოფელში არსებობს არაერთი ადგილობრივი საწარმო, პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს, ამ აქტივობის განხორციელებას უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელი-პედაგოგი.
წარმოებული პროდუქტების საერთო სახელით რეალიზების მიზნით დაიგეგმა ბრენდის სახელის და ლოგოს შემუშავება, რომელზეც იმუშავებს მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
მოხდება საერთო ბიზნეს გეგმის შედგენა, რომელშიც მონაწილეობასაც მიიღებს პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე.
პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას, ჩაერთვებიან ხელმარჯვე მშობლები/პროფესიონალი შემოქმედები და მათ მიერ მოხდება სკოლაში მასტერკლასების ჩატარება, ხელსაქმის პროფესიულ დონეზე შესწავლის მიზნით. მასტერკლასების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს მე-11 კლასის 4 მოსწავლე.
მიღებული ცოდნის რეალიზებას და პროდუქციის შექმნას მოსწავლეები განახორციელებენ კვირაში 2-ჯერ ერთობლივი შეკრებების დროს. აქტივობაში მონაწილეობას მიიღებს პროექტში ჩართული მე-5-მე-11 კლასის ყველა შემოქმედი მოსწავლე.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების ცნობადობის გაზრდის მიზნით დამზადდება პოსტერები და ბუკლეტები, რომელზეც იმუშავებს მე-8 კლასის 3 მოსწავლე.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ონლაინ რეალიზების მიზნით, მოსწავლეები შექმნიან გვერდს სოციალურ ქსელში. გვერდის შექმნას და მის მართვას უზრუნველყოფს მე-9 კლასის 2 მოსწავლე.
მოსწავლეების საქმიანობის პოპულარიზების და რეალიზაციის მიზნით, მოხდება ადგილობრივ და რაიონის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. ამ აქტივობას უხელმძღვანელებს მე-9-მე-11 კლასის 5 მოსწავლე.
პროექტის დასასრულს, მოეწყობა სასკოლო ფესტივალი სადაც მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის ორგანიზებას უზრუნველყოფენ პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები.
ხელსაქმისთვის საჭირო მასალები, როგორებიცაა: ბისერები, საქსოვი ძაფები, თექა, თექის დასამუშავებელი ინსტრუმენტები, პოლიმერული თიხა, წებო - მრავალფეროვანი და ორიგინალური პროდუქტების შესაქმნელად.
ბრენდირება: ბრენდირებული შესაფუთი მასალები ხელნაკეთი პროდუქტისთვის, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გამოირჩეოდნენ ბაზარზე.
მარკეტინგისთვის: პოსტერების და ბუკლეტების დაბეჭდვა, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის პოპულარიზაციას და გაყიდვების გაზრდას.
ტრენინგები - მოსწავლეებისთვის ახალი ხელსაქმის შესწავლისა და უნარების განვითარებისთვის.
მასალების ტრანსპორტირება
ადგილობრივი მცირე მეწარმეები/მშობელი მეწარმეები;
საგარეჯოს მერია (მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა რაიონში განხორციელებულ ღონისძიებებზე - მერიასთან თანამშრომლობით)
გრძელვადიან პერსპექტივაში, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სოფელში არსებულ "კახური ტრადიციული მევენახეობის" ტურისტულ სივრცეში მოეწყოს სტენდი მოსწავლეთა ნამუშევრების რეალიზების მიზნით.
მოსწავლეები - შეიძენენ მეწარმეობრივ უნარ-ჩვევებს, განავითარებენ შემოქმედებით უნარებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მეწარმეობის სფეროში.
პედაგოგები - მიეცემათ საშუალება გამოიყენონ თანამედროვე მეთოდები სწავლების პროცესში, გახდნენ მოსწავლეებისთვის მენტორები და დაეხმარონ მათ პიროვნულ განვითარებაში.
მშობლები - აქტიურად ჩაერთვებიან თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში, გაიზრდება მათი ინფორმირებულობა მეწარმეობის შესახებ.
თემის წარმომადგენლები - ადგილობრივად დამზადებული პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა მიეცემათ.
პროექტით პირდაპირ სარგებელს მიიღებს სულ 51 ბენეფიციარი.
პედაგოგები - 4
მოსწავლეები - 38
მშობლები - 7
თემის წარმომადგენლები - 5
პროდუქტისთვის საჭირო მასალების ნაკლებობა - ამ რისკის შესამცირებლად საჭიროა პროდუქტის გაყიდვიდან შემოსული მოგების რეინვესტირება ახალი მასალების შესაძენად.
მოსწავლეთა ნაწილში ინტერესის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოხდება მოსწავლეების წახალისება საინტერესო აქტივობების ჩატარების გზით, კონკრეტულად, მშობელთა ჩართვა და მათგან სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასების ჩატარება.
პროდუქციის რეალიზების დაბალი დონის თავიდან ასაცილებლად გატარდება ინტენსიური მარკეტინგული კამპანიები სოციალურ ქსელში, სკოლაში, თემის და რაიონის მასშტაბით.
განხორციელებული პროექტი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გააცნობიერონ მეწარმეობრივი საქმიანობის მნიშვნელობა ლოკალურ და გლობალურ დონეზე. მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას, მომავალში თავად წამოიწყონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდნენ თავად და დაასაქმონ სხვებიც.
პროექტის მდგრადობის უზრუნველასყოფად, სკოლაში შეიქმნილ მეწარმეობრივ კლუბში, მოსწავლეები ახალ და განსხვავებულ ხელსაქმეებს შეისწავლიან, მაგ.: ეპოქსიდით მუშაობას, გობელენის დამზადებას, რისთვისაც დაიგეგმება და ჩატარდება ტრენინგები. ეს ყველაფერი თავის მხრივ ხელნაკეთი პროდუქციის მრავალფეროვნებას და ხარისხსაც გაზრდის.
სამომავლოდ, მოსწავლეები გააგრძელებენ თავიანთი ბიზნესის რეინვესტირებას და ახალი, ინოვაციური იდეების განხორციელებას.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობრივი ცნობიერების ამაღლებას და მათი შემოქმედები უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააცოცხლებენ თავიანთ იდეებს, შექმნიან საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს, დაგეგმავენ და მოახდენენ პროდუქტის რეალიზაციას და ამ გზით განავითარებენ მეწარმეობრივ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას და მოსწავლეების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პატარძეული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tina Sibasvili
დეკემბერი 4, 2024 | 4:24 pmპროექტის ხელმძღვანელია სკოლის პედაგოგი