პროექტის მიზანია ტოლერანტობის, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთთანაგრძნობის განვითარება მოზარდებში, რაც გულისხმობს კრიტიკული აზროვნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების უნარის განვითარებით ხელი შეუწყოს მოზარდებში იმ ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ინფორმირებულნი იქნებიან ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ, მათ ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევბი, უფრო მეტად დააფასებენ მათგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს.