პროექტის მიზანია თემში მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნარკომანიის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური მავნებლობის შესახებ;
პროექტის დამთავრების შემდეგ სამიზნე ჯგუფის 70%-ს ექნება ცოდნა ნარკომანიის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური მავნებლობის შესახებ;
სამიზნე ჯგუფის 70%-ს ექნება ცოდნა იმის შესახებ, სამართლებრივად თუ რა პუნქტები შეესაბამება ნარკოტიკის მოხმარებას, გასაღებას და რა სადამსჯელო ღონისძიებებია გათვალისწინებული ამ მხრივ;
ბენეფიციართა 70%-ს ექნება საფუძვლიანი ცოდნა, თუ რა გავლენას ახდენს ნარკომანია ოჯახურ გარემოზე და საზოგადოებაზე;
სამიზნე ჯგუფის უმრავლესობას ტრენინგ-სემინარებისა და ღონისძიებების შედეგად გაიაზრებს, თუ ვინ განეკუთვნება რისკჯგუფს და განსაძღვრავს თავის ადგილს სოციუმში და რაც ყველაზე მნისვნელოვანია, შეძლებს შეცვალოს დამოკიდებულება და ქცევა ნარკოტიკისა და ნარკომანების მიმართ.